„ორი დღეა საჭმელი არ მიჭამია, მკერდში კი რძე გამიშრა და ჩვილიც მშიერია,"- ვანში დედა-შვილი შიმშილისგან შესაძლოა გარდაიცვალოს

"საჭმელს კვირაში ორჯერ ვჭამთ, შესაბამისად მკერდში რძეც არ მაქვს და ჩვილი ბავშვი ჩემთან ერთად არის მშიერი,"- ეს ვანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ციხესულორში მცხოვრები ბიბილაშვილების ოჯახის ყოველდღიურობაა.


ოჯახი რამდენიმე კვადრატ ხის ქოხში ცხოვრობს, რომელსაც კარი და ფანჯარა არ აქვს.

"ორი დღეა საჭმელი არ მიჭამია. საკვებს, რომ ვერ ვიღებ რძეც გამიშრა და ბავშვიც მშიერი მყავს. სახლი თავზე გვემხობა. არც ფანჯარა აქვს ამ ქოხს და არც კარი. ჩვენ ცხოვრებას არსებობა უფრო ჰქვია. ღმერთო რატომ გავჩნდი ამ ქვეყანაზე, თუ ასეთი უბედური უნდა ვყოფილიყავი."- აცხადებს ოჯახის დიასახლისი, "სიკეთის ქალაქთან" საუბრისას.

ციხესულორში მცხოვრები ოჯახის უფროსი ტარიელ ბიბილაშვილი კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და ფიზიკური სამუშაოების შესრულება არ შეუძლია.

კომენტარი

×