თბილისის საკონცერტო დარბაზი ბერას მფლობელობაში გადადის...

ოლიგარქ ივანიშვილის ოჯახი ამჯერად ფილარმონიის, იგივე თბილისის საკონცერტო დარბაზის ხელში ჩაგდებას ცდილობს.

თბილისის საკონცერტო დარბაზსს მრავალწლიანი იჯარით „ინტერნეიშენალ ივენთსი“ მართავს, თუმცა, მისი მფლობელებისა და დირექტორების მიმართ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს.

პარალელურად კი, ივანიშვილის ოჯახი განიხილავს იდეას, თუ როგორ, რა ფორმით და როდის დაეპატრონოს დედაქალაქის ერთერთ ყველაზე ცნობილ შენობას.


ფილარმონიის ხელში ჩაგდება კონკრეტულად ბერა ივანიშვილს სურს, რომლის გამოც, როგორც ჩანს, ბატონი ბიძინა პროკურატურასაც იყენებს.

რა ბედი ელის მიხეილ გიორგაძეს?

კომპანია, რომელიც თბილისის საკონცერტო დარბაზს მართავს, კულტურის ყოფილ მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს ეკუთვნის - ახლა უკვე არაფორმალურად.

„ინტერნეიშენალ ივენთსმა“ წლების განმავლობაში ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები და ბიუჯეტის წინაშე მნიშვნელოვანი დავალიანებაც დააგროვა.

თუმცა, მიხეილ გიორგაძის გავლენების გამო, მისი კომპანია დღემდე პრივილეგიებით სარგებლობდა.

ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც თბილისის საკონცერტო დარბაზით ბერა ივანიშვილი დაინტერესდა.

შესაბამისად, პროკურატურას მაშინვე გაახსენდა „ინტერნეიშენალ ივენთსის“ მიერ ვერშესრულებული ვალდებულებები, კორუფცია, სახელმწიფო ქონების მიტაცების ფაქტები და ბიუჯეტის წინაშე არსებული დიდძალი დავალიანებაც...

მეტიც, კულტურის ყოფილ მინისტრს, რომელიც ახლა ბატიაშვილის მოადგილეა, მალე მოუწევს გამოძიების მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა.

პროკურატურა ემზადება გიორგაძის მეგობრის, კახა კანდელაკისა და თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორების დასაკითხადაც.

ბერა ივანიშვილის გეგმები

ბერას გარემოცვის წევრები, ფილარმონიას უკვე ისე უყურებენ, როგორც ოლიგარქის შვილის მომავალ გასართობს.


მისი ერთერთი მეგობარი არაფორმალურ გარემოში გვიყვება რომ ბერა ქმნის კომპანიას, რომელიც შეკვეთილის უცნაურ შენობასა და ფილარმონიას გააერთიანებს.

წყაროს თქმით, უშუალოდ ბერა ჩაიბარებს უცხოელი მუსიკოსების საქართველოში ჩამოყვანისა და კონცერტების ორგანიზების საქმეს - რა თქმა უნდა, ჩვენი ფულით.

შესაბამისად, მიხეილ გიორგაძის კლანს მარტივი არჩევანი აქვს - ან ციხე ან ყველა ინსტიტუციური უბედურების წყაროს, ბიძინა ივანიშვილის რეპერი შვილის ოცნებების ასრულება - უპირობოდ.


კომენტარი