PSP გასული წლის ანგარიშგების მონაცემებით ფარმაციის ბაზრის ლიდერია

PSP 2017 წლის ანგარიშგების მონაცემებით ფარმაცევტული ბაზრის უპირობო ლიდერია.

PSP ჯგუფი ფარმაცევტული მიმართულებით 215 აფთიაქს და უნიკალურ საწარმოს

GM Pharmaceutical-ს ფლობს და 243 სხვადასხვა დოზირების 150-მდე დასახელების მედიკამენტს აწარმოებს, რომელიც ძირითადად ექსპორტზე გადის. GMP-ის წარმოებული მედიკამენტები მსოფლისო 9 ქვეყანაში იყიდება და ექსპორტის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მხოლოდ გასულ წელს GMP-ის წარმოებული 5 მილიონი კოლოფი მედიკამენტის ექსპორტი განხორციელდა.

საერთო ჯამში ფარმაცევტული საქმიანობიდან 2017 წელს PSP-ს შემოსავალი 537 580 000 ლარი იყო, რომლიდანაც GMP-ის შემოსავალი 94 259 000 ლარი, ხოლო PSP-ს სააფთიაქო ქსელის შემოსავალი 443 321 000 ლარი დაფიქსირდა.

2018 წლის საპროგნოზო მაჩვენებლებით და იმის გათვალისწინებით, რომ ექსორტის ხარჯზე ფარმაცევტული წარმოება 30%-ით გაიზარდა, PSP კვლავაც ფარმაცევტული ბაზრის უპირობო ლიდერია.

კომენტარი