სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დამეღუპა პირველი შვილი... ვარ დიპლომირებული, მაგრამ არშემდგარი ტელე-რეჟისორი" - 10 უცნობი ფაქტი ნიკა რურუას შესახებ

გაინტერესებთ თქვენთის ნაცნობი ადამიანების შესახებ ცხოვრების მნიშვნელოვანი და უცნობი ფაქტები ? მაშინ, შეგიძლია ჩვენი ახალი რუბრიკის ერთგული მკითხველი გახდე. დღეიდან, შენ გაიგებ ახალს მათ შესახებ, ვინც ასე ძალიან გაინეტრესებს. ჩვენი რუბრიკის პირველი სტუმარია, კულტურის ყოფილი მინისტრი და საზოგადოება „ივერიას“ დამფუძნებელი ნიკა რურუა.

1. ვარ დიპლომირებული მუსიკის მასწავლებელი;
2. მიმუშავია მუშად და მტვირთავად ამერიკის შეერთებულ შტატებში;
3. ვარ დიპლომირებული, მაგრამ არშემდგარი ტელე-რეჟისორი;
4. ვარ იურისპრუდენციის დოქტორი (Juris Doctor) , რომელი ხარისხიც აშშ-ში მომენიჭა;
5. გადაღებული ვარ რამდენიმე ეპიზოდურ როლში პოპულარულ ქართულ ფილმებში: “იყო შაშვი მგალობელი”, “უძინართა მზე”, “გარსევანი”;
6. პირადად შევხვედრივარ ადამიანს, ვინც იცნობდა საბჭოთა დიქტატორ სტალინს;
7. ვიყავი გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟის იდეის ავტორი და ძეგლის მოხსნის საზოგადოებისთვის ტელევიზიით პირველი გამომცხადებელი;
8. ვარ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის გახსნის იდეის ავტორი და ექსპოზიციის მოწყობის მონაწილე;
9. ვარ დაჯილდოებული გორგასლის ორდენით აფხაზეთის ომში მონაწილეობისთვის;
10. დამეღუპა პირველი შვილი, ჩვენთვის უსაყვარლესი ქეთი, რომელიც დღეს ოცი წლის იქნებოდა და რომელიც დღესაც მიყვარს და არასდროს მავიწყდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100