ირაკლი სესიაშვილი: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა კვლავაც მიესალმება საქართველოს პროგრესს და განაგრძობს საქართველოს ურყევ მხარდაჭერას

"ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ქალაქ ჰალიფაქსში (კანადა), კვლავაც მიესალმება საქართველოს პროგრესს და განაგრძობს საქართველოს ურყევ მხარდაჭერას. გერმანიის დელეგაციის წარმომადგენელმა, ულლა შმიტმა თავის ანგარიში, რომელიც ეხებოდა შავი ზღვის რეგიონში ადამიანების უფლებების საკითხებს, საქართველო დაასახელა როგორც ყველაზე თავისუფალი ქვეყანა რეგიონში. ანგარიში დეტალურად ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, მათ შორის ნახსენებია ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტი და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია.

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ყველა ქვეყანასთან მიმართებაში მეტნაკლებად კრიტიკულია, მომხსენებლებმა, დაეყრდნო რა საერთაშირისო რეიტინგებს, ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის მიღწევებს, დემოკრატიის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ევროპული ღირებულებების დამკვიდრების და მართსაჯულების რეფორმირების საკითხებში მიღწეულ შედეგებს.


საერთო სულისკვეთებით, ასამბლეამ მრავალჯერად ხაზ უსვას, რომ სქართველო საერთაშირისო მისებში ჩართულობით რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების კონტრიბუტორია"- ირაკლი სესიაშვილი.

კომენტარი