სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Memento Mori - საინტერესო ფაქტები სიკვდილზე, საფლავებზე და დასაფლავებაზე

ისრაელის ყველაზე პოპულარული საფლავი - რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, ისრაელში მდებარეობს ჰარი პოტერის საფლავი. ამ სახელის და გვარის ადამიანი მართლა არსებობდა. ბრიტანეთის არმიის რიგითი ჯარისკაცი, 17 წლის ჰარი პოტერი 1939 წელს, მეამობოხეებთან შეტაკების დროს გარდაიცვალა. ისრაელში ჩასული ტურისტები ყველაზე მეტად მისი საფლავით ინტერესდებიან.

ჩვიდმეტჯერ „გადაკრძალული“ აშშ–ს პრეზიდენტი – აშშ–ს პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის ნეშტს სამუდამო განსასვენებელი ჩვიდმეტჯერ შეუცვალეს. მიზეზი მუდამ, საფლავის რეკონსტრუქცია ხდებოდა. 1901 წელს, პრეზიდენტის გარდაცვალებიდან 36 წლის შემდეგ, როგორც იქნა, ლინკოლნის ცხედარმა საბოლოო განსასვენებელი ჰპოვა.

ამერიკელი ადვოკატის „ირონიული“ სიკვდილი –1871 წელს, ამერიკელი ადვოკატი კლემენტ ვალანდიგემი იცავდა მამაკაცს, რომელსაც მკვლელობაში სდებდნენ ბრალს. საკუთარი კლიენტის უდანაშაულობის დასამტკიცებლად, ვალანდიგემი ირწმუნებოდა, რომ დაზარალებულმა გასროლა თავად მოახდინა: მას ჯიბეში იარაღი უხერხულ პოზაში ედო და ხელი შემთხვევით გამოჰკრა სასხლეტს, ანუ საკუთარი თავი შემოაკვდა. ადვოკატი სასამართლო პროცესზე ამ სიტუაციის დემონსტრირებას ახდენდა, ჩაიდო ჯიბეში იარაღი, რომელიც დატენილი არ ეგონა და... მიყენებული ჭრილობა ადვოკატისათვის სასიკვდილო აღმოჩნდა, მისი კლიენტი კი გაამართლეს.

თვითმკვლელობა შურისძიების მიზნით – ფეოდალურ ჩინეთში შურისძიების მიზნით თვითმკვლელობა საკმაოდ პოპულარული იყო. ჩინელებს სჯეროდათ, რომ თუ თავს მოიკლავდი მტრის სახლის ეზოში, შენი სული სამუდამოდ იქვე დარჩებოდა და მის ოჯახს უბედურებას მოუტანდა.

„უკუღმა დამარხულები“ – არქეოლოგები ზოგჯერ პოულობენ ცხედრებს, დამარხულს სახით მიწისკენ. თავდაპირველად თვლიდნენ, რომ ეს შემთხვევითი ფაქტორებით იყო გამოწვეული. თუმცა, შემდგომ პლანეტის სხვადასხვა კუთხეში აღმოჩენილი ანალოგიური სამარხების კვლევისას აღმოჩნდა, რომ სახით მიწისკენ მარხავდნენ ადამიანებს, რომლებსაც პატივს არ სცემდნენ და მათი დამცირება სიკვდილის შემდეგაც სურდათ.

ვინ არიან ლემურები – უძველეს რომში გარდაცვლილების სულებს ლემურებს უწოდებდნენ. რომაელებს სჯეროდათ, რომ სულები, რომლებმაც გარდაცვლილთა სამეფოში სიმშვიდე ვერ ჰპოვეს, დედამიწაზე ბრუნდებოდნენ და ღამე ადამიანებს აშინებდნენ. მეთექვსმეტე საუკუნეში, როდესაც ევროპელები მადაგასკარზე პირველად მოხვდნენ, ღამე დაინახეს ცხოველი, რომელიც თვალებით ანათებდა. ევროპელებმა ამ ცხოველს ლემური უწოდეს.

პესიმისტი, რომელიც სიცილისგან გარდაიცვალა – კუბელი პოეტი, ჯულიან დელ კასალი, რომლის ლექსებიც ღრმა პესიმიზმით გამოირჩეოდა, სიცილისგან გარდაიცვალა. სადილობისას ერთ–ერთმა მეგობარმა ანეკდოტი მოჰყვა, რაზეც პოეტს უკონტროლო სიცილის შეტევა დაეწყო, ამან გამოიწვია აორტის დაზიანება, სისხლდენა და უეცარი სიკვდილი.

ასევე:


– ყოველ წელს ფუტკრის ნაკბენისგან უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე გველის ნაკბენისაგან.

– დიდი ბრიტანეთის პარლამენტის შენობაში სიკვდილი აკრძალულია.

– 1951 წელს აშშ–ში სიბერით არავინ დაღუპულა.

– 1907 წელს მასაჩუსეტსელმა ექიმმა ჩაატარა კვლევა და დაადგინა, რომ გარდაცვალების შემდეგ ადამიანის წონა 21 გრამით მცირდება. დღეს ეს უკვე აღიარებული ფაქტია.

– აშშ–ს მოსახლეობის 80% სიცოცხლეს საავადმყოფოში ასრულებს.

– ინდუსებს სჯერათ, რომ საწოლში სიკვდილი არაღირსეულია, უნდა მოვკდე მდინარესთან.

– ბობ მარლის საფლავში ჩააყოლეს გიტარა, ფეხბურთის ბურთი, ბიბლია და მარიხუანა.

– კელტებს სიკვდილის შემდგომ სიცოცხლის გაგრძელების ისე სჯეროდათ, რომ როცა ფულს სესხულობდნენ, პირობას დებდნენ, იმ ცხოვრებაში ჩაგაბარებთო.

– სამხრეთ კორეელებს სჯერათ, რომ ადამიანი შეიძლება მოკვდეს, თუ ღამე ოთახში ჩართულ კონდინციონერთან ეძინა.

–აინშტაინის უკანასკნელი სიტყვები საზოგადოებისათვის უცნობია. მისმა მომვლელმა გერმანული არ იცოდა და ვერ გაიგო რას ლაპარაკობდა მომაკვდავი.

– ჩინეთში, იაპონიაში და კორეაში ციფრი 4 უიღბლო და თარს ციფრადაა მიჩნეული. ამიტომ ამ ქვეყნებში სართულები რომლებიც 4–ზე მთავრდება თითქმის ცარიელია.

– 1947 წლის პირველ აპრილს გარდაიცვალა საბერძნეთის მეფე გეორგ II. ხალხმა ინფორმაცია მეფის გარდაცვალების შესახებ ხუმრობად მიიჩნია და არ დაიჯერა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100