კლასიკური ავტომობილების რალი „Peaks of the Caucasus” დაიწყო!

დღეს თავისუფლების მოედნიდან უნიკალური კლასიკური ავტომანქანების რალიმ - Peaks of the Caucasus - აიღო სტარტი. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პირველად ეწვია სამოცამდე ბიზნესმენი, რომლებიც ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეს მოივლიან. დღეს რალის მონაწილეები ვარძიას ესტუმრებიან. Peaks of the Caucasus 12 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მარშუტი:

2 ოქტომბერი: თბილისი - ვარძია (230 კმ)

3 ოქტომბერი: ვარძია - ბორჯომი (110 კმ)

4 ოქტომბერი: ბორჯომი - წყალტუბო (200 კმ)

5 ოქტომბერი: წყალტუბო - წყალტუბო (195 კმ)

6 ოქტომბერი: წყალტუბო - მესტია (210 კმ)

7 ოქტომბერი: მესტია - უშგული - მესტია (100 კმ)

8 ოქტომბერო: მესტია - წყალტუბო (230 კმ)

9 ოქტომბერი: წყალტუბო - თბილისი (260 კმ)

11 ოქტომბერი: თბილისი - სიღნაღი (170 კმ)

12 ოქტომბერი: სიღნაღი - ლოპოტა (165 კმ)

13 ოქტომბერი: ლოპოტა - ყაზბეგი (230 კმ)

14 ოქტომბერი: ყაზბეგი - თბილისი (135 კმ)

რალიში მონაწილე მანქანები მეორე მსოფლიო ომამდელი წარმოებისაა. ყველაზე ძველი ავტომობილი Vauxhall-ი 1922 წელს არის გამოშვებული.

ინიციატივა „Peaks of Caucasus”-ის შესახებ ბარტ კლაინს ეკუთვნის, რომლის ორგანიზებითაც პირველად 2005 წელს იტალიაში კლასიკური ავტომობილების რალი სახელწოდებით „Via- Flaminia“ ჩატარდა.

„რალი ხშირად დაძაბული და მაღალ სიჩქარეზე ორიენტირებულია, ვიდრე უბრალოდ სიამოვნებაზე. 2005 წლიდან დღემდე ჩვენი ორგანიზებით 25-ზე მეტი რალი 6 ქვეყანაში ჩატარდა. ყველა მათგანი ერთი მთავარი ნიშნით ხასიათდება : „რალი ღიმილით“. - ბარტ კლაინი

რალის დასკვნითი ღონისძიება 14 ოქტომბერს შატო მუხრანში გაიმართება.

„Peaks of the Caucasus”-ის მთავარი პარტნიორები არიან: თბილისის მერია, თიბისი, Gulf, სილქნეტი, Tsikolia Watches, United Airports, Altena, Georgian Airways, Sontrop, Anlex Logistics, Prewarcar.

კომენტარი