არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვას“ კვლევა - რა აბინძურებს ჰაერს?

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფისთვის ჰაერის დაბინძურების თემაზე მასშტაბური კვლევა ჩაატარა. ექსპერტები აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურების რამდენიმე წყარო გამოვლინდა - მტვერი, მშენებლობები, ავტოტრანსპორტი. კვლევის ფარგლებში „ეკოხედვის“ წარმომადგენლებმა სინჯები აიღეს თბილისის რამდენიმე ქუჩიდან. ასევე, შეამოწმეს ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის გავლენაც ჰაერის დაბინძურებაზე.

ექსპერტების თქმით, აღნიშნულ კვლევაში შეადარეს ძველი და ახალი ავტომობილები, რომლებშიც ჩაასხეს ერთი და იგივე, მაღალი ხარისხის საწვავი, თუმცა ძველი ძრავის მქონე ავტომობილის შემთხვევაში, საწვავის მაღალი ხარისხის მიუხედავად, დაბინძურების დონე მაინც მაღალი აღმოჩნდა.

კვლევის ფარგლებში მოხდა გმირთა მოედანზე პიკის საათში აღებული სინჯებისა და სამშენებლო ობიექტებზე აღებული სინჯების შედარებაც. შედეგად, გამოიკვეთა, რომ სამშენებლო ობიექტებზე დამაბინძურებლის უფრო მაღალი მაჩვენებელია.

კომენტარი