„საერთოდ, უცენზურო სიტყვებით საჯაროდ არ ვსაუბრობ, უბრალოდ მომხდარი ძალადობა ემოციურად გავაპროტესტე“ - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ მათე ხიდაშელთან

მათე ხიდაშელი - ეს ის ახალგაზრდაა, რომელიც ბასიანის კლუბში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ სკანდალურითმაში მწვდაკომენტარით გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. მათე გვიყვება თავის მრავალფეროვან კარიერასა და ცხოვრებაზე. ის ასევე აკეთებს კომენტარს ვიდეოებზე, რომლებმაც სოციალური ქსელი მოიცვა. დრონი.ჯი გთავაზობთ ინტერვიუს მსახიობ, მოცეკვავე, მოდელ და სკანდალურ ახალგაზრდა მათე ხიდაელთან.

 

- მათე, როგორც ვიცი, შენ  მრავალმხრივ ნიჭიერი ხარ - შემდგარი მსახიობი, მოცეკვავე და მოდელი... რას გვეტყვი ზოგადად შენს ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე?

- ბავშვობიდან ვცდილობ, რომ ჩემს სფეროში დავიმკვიდრო თავი და საერთოდ არ შედიოდა  გეგმებში ასეთი სახით საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა. ვთამაშობ მოძრაობის თეატრში (თუმცა ეს არის თეატრის დასი ანუ სცენა არის მოძრაობის თეატრის და ვმუშაობ ჩემს რეჟისორთან )  და ასევე ფილმებშიც. მოდელობას რაც შეეხება, ძალიან სპონტანურად მოხდა ყველაფერი, თუმცა რაღაც  მიღწევები იქაც იყო.

 

 

 

- ყველაზე მეტად რა მხრივ ხარ წარმატებული და რომელ  საქმიანობას გამოარჩევდი?

- ჩემთვის პირველ ხარისხოვანი მაინც სამსახიობო კარიერა არის, ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობ ამ სფეროს და ვცდილობ, რომ წინ და წინ წავიდე.

- ბოლო დროს მომხდარი ამბების შემდეგ ძალიან ბევრისთვის განხილვის საგნად იქეცი, რა რეაქცია მოჰყვა ამ ყველაფერს შენს სამეგობროსა და ოჯახში?

- კი, ასე მოხდა, თუმცა ოჯახმაც და სამეგობრომაც ძალიან ლოიალურად მიიღო ეს ყველაფერი. რეალურად,  საზოგადოებამდე მიტანილი იყო ძალიან ცუდად, სწორედ ისე რომ აგრესიაც წამოსულიყო, ჩემი მშობლები და სამეგობრო წრე გაგებით მოეკიდა ამ ყველაფერს და პირიქით, მაქსიმალურად დამანახეს, რომ მარტო არ ვარ და გვერდში მიდგანან იმიტომ, რომ ვიცით, როგორ მუშაობს მედია ასეთ შემთხვევებში და როგორ რეაგირებს ხალხი.

 

 

 

- შენმა ვიდეომ სოციალური ქსელი მოიცვა, რომლის გამოც საზოგადოების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდი, როგორია  სინამდვილეში მათე ხიდაშელი და როგორ შეგიძლია დადებითი კუთხიდან წარმოაჩინო შენი თავი?

- საერთოდ არ ვფიქრობ, რომ რამე მაქვს წარმოსაჩენი,  უბრალოდ ხალხს მინდა ვუთხრა სიმართლე, რომ რაღაც „კლიშეებში“ არ მოექცნენ ჩემთან მიმართებაში.  „თმაში მწვდა“ ვიდეო  თავიდანვე სასაცილო იყო და ასე დარჩება, ერთადერთი მინდა კიდევ ერთხელ მოვიხადო ბოდიში უცენზურობისთვის. არ მიყვარს, როდესაც უწმაწურად ვსაუბრობ, უბრალოდ აღელვების ბრალი იყო და მომხდარი ძალადობის ფაქტი ემოციურად გავაპროტესტე. მინდოდა, ეს მედიის საშუალებით მომეხდინა, თუმცა არ გამოვიდა. რეალურად არანაირი სოციალური ქსელის ბულინგი არ მოქმედებს ჩემზე, მაგრამ არსებობს სოციალური ტრანსპორტი და სხვა რაღაცეები, სადაც თავი უნდა შევიკავოთ. ნასვამიც ვიყავი, რადგან როდესაც მიდიხარ კლუბში შესაბამისად მომზადებულიც ხარ და დალევას 2 საათამდე ნამდვილად მოვასწრებდი, სულ ეს არის.

- ინტერნეტ სივრცეში ატვირთეს ვიდეო, სადაც ქალის სამოსში გამოწყობილი ცეკვავ  ბარის მაგიდაზე, რეალურად რას ნიშნავდა შენი პერფორმანსი და როგორ აუხსნი ამას ხალხს?

- მოკლედ, ეს არის ერთგვარი კვლევა იმ კონკრეტული ფილმისა და პერსონაჟის, რასაც ვთამაშობ. ეს იყო დადგმული და ჩემი, როგორც მსახიობის მხრიდან მხარდაჭერა კონკრეტული თემის მიმართ. სამწუხაროდ,  ვერ დავასახელებ ვერც ფილმსა და ვერც რეჟისორს, რადგან კონტრაქტი მაქვს და ეს ჩემს უფლებებს აღემატება, თუმცა მალე ყველა გაიგებს, რა ხდებოდა გალერის ბარის მაგიდაზე და რომელ გმირს ვთამაშობდი.

 

 

 

- ხარ თუ არა ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი და რას ეტყვი ნარკოდამოკიდებულ ხალხს?

- ვცდილობ, რაღაც დოზით ჯანსაღი ცხოვრების წესს ავუწყო ნაბიჯები. რაც შეეხება ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს, ეს ძალიან გულდასაწყვეტია, თუმცა მე  მათ ვერაფერს ვეტყვი, ამის არანაირი უფლება არ გამაჩნია, ნარკორეალიზება კი უკვე დანაშაულია და მე სასტიკად ვეწინააღმდეგები. მე ვთვლი, რომ რეალიზატორები საკადრისან უნდა დაისაჯონ!

კომენტარი