შეასრულე ჯეიმს ბლანტის სიმღერა, გადაიღე ვიდეო და დაელოდე...

არ გაუშვა ხელიდან კიდევ ერთი შანსი, პირადად შეხვდე შენს საყვარელ მომღერალს!გადაიღე ვიდეო, სადაც ბრიტანელი მომღერლის ჯეიმს ბლანტის რეპერტუარიდან შენთვის საყვარელ და ფავორიტ სიმღერას შეასრულებ. ატვირთე ვიდეო შენს Facebook ან Instagram გვერდზე ჰეშტეგით: #jbcontest გასათვალისწინებელია, რომ Facebook გვერდზე ატვირთვის შემთხვევაში პოსტი უნდა იყოს Public, ხოლო Instagram-ის გვერდზე ატვირთვის შემთხვევაში, პროფილი უნდა იყოს ღია.

კომპეტენტური ჟიური აირჩევს 6 საუკეთესო შემსრულებელს და ექვსივე მონაწილე იმღერებს 10 მაისს, Hard Rock Cafe-ში (მის. თბილისი, ვ.პეტრიაშვილის #1), ჯეიმს ბლანტისადმი მიძღვნილ საღამოზე საღამოზე ჟიური 2 გამარჯვებულს გამოავლენს. პირველი ადგილის მფლობელს გადაეცემა ჯეიმს ბლანტის კონცერტის 2 VIP ბილეთი და დამატებით, პირადად შეხვდება ჯეიმს ბლანტს, ასევე საჩუქარი ჰარდ როკ კაფესგან. ხოლო მეორე ადგილის მფლობელი დაჯილდოვდება 2 Golden Circle ბილეთით ჯეიმს ბლანტის კონცერტზე და ასევე, საჩუქრით ჰარდ როკ კაფესგან.კონკურსი გაგძელდება 2 მაისამდე.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი ჯეიმს ბლანტი საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ესტუმრება და 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმღერებს. ის პირველი საერთაშორისო ვარსკვლავია, რომელიც კომპანია Black Pearl Live-ის მოწვევით ჩამოდის. ფანებს შესაძლებლობა ექნებათ ცოცხლად მოუსმინონ ყველა მათ საყვარელ ჰიტს “You’re Beautiful”, “Goodbye my lover” და “Love Me Better“-ის ჩათვლით. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე. კონცერტზე დასასწრები ბილეთის შეძენა უკვე 65 ლარიდან არის შესაძლებელი. „მელომანებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღეთ. ჯეიმს ბლანტის კონცერტის ბილეთის ღირებულება 120 ლარის ნაცვლად ახლა უკვე 65 ლარიდან იწყება. ჩვენს პროექტს ახალი სპონსორები ჰყავს და ეს ცვლილებაც მათი დამსახურებაა! დიდი მადლობა ბაზისბანკს, სასტუმროს „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ , Check in Georgia-ს და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას!“ - განმარტავენ ფესტივალის ორგანიზატორები.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჯეიმს ბლანტის კონცერტი Check in Georgia ფარგლებში გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, Check in Georgia 2018–ის პრეზენტაციაზე მთავრობის წარმომადგენლებმა და პროექტის ორგანიზატორებმა უკვე განაცხადეს.

საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც მსოფლიოს წამყვან შემსრულებლებთან თანამშრომლობს. კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური მიზნები აქვს. Black Pearl Live მიზანია განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად იქცეს.

კომენტარი