სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შინაგანად მაგარი დალეწილი ვარ, აღარ შემიძლია, მაგარი გაჭედილი მაქვს" - აი რა სიტყვებს იხსენებს გუშინ მოკლული 19 წლის ბიჭის ახლობელი

ნახეთ რას წერენ 19 წლის მოკლული ბიჭის ახლობლები: "როგორ მაგრად მიყვარხარ და როგორ მაგრად მენატრები, არ მჯერა!" "ვაიმე რიჟა შვილო, რატო დედი".

"15 წელი ერთად, ყველაზე მეტად მიყვარხარ. საუკეთესო ძმაა! ადამიანი, რომელიც ყოველთვის და ყველაფერში გაგიგებს. არც კი მჯერა, რომ ..... საუკეთესო ბავშვობა ერთად გატარებული საუკეთესო მომენტები . "შეილება ვერც ამჩნევდე მარა შინაგანად მაგარი დალეწილი ვარ, აღარ შემილია მაგარი გაჭედილი მაქვს" - ადამიანი რომელსაც რაც არ უნდა ჭირდეს სულ იღიმის და ცდილობს არავინ დაგრუზოს. არ მჯერა, სკოლიდან მოსვლისას გარეთ, რომ არ დამხვდება. "- ალიინ ჯიგარი ხარ, რომ ჩამოვალ ძალიან მაგრად ჩაგეხუტები." ბოლო სიტყვები რომელიც დღემდე მესმის. საუკეთესო იყო და იქნება!!".

შეგახსენებთ, რომ დავით ტორიაშვილს, რომელსაც კვირაზე მეტია ეძებდნენ, მოკლული ნახეს. ცხედარს სამართლდამცველებმა ორთაჭალაში, ძველი ავტომობილების სადგომთან ახლოს, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მიაგნეს. 19 წლის ახალგაზრდას ჭრილობა კისრის არეში ჰქონდა მიყენებული, ცხედარს ფიზიკური ძალადობის კვალიც ეტყობოდა.

ახალგაზრდა, რომელმაც სკოლა გასულ წელს დაამთავრა, 10 დღის წინ დაიკარგა. ის ბოლოს გულიას ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. ადგილზე ახალგაზრდა ახსოვთ, რადგან ის მაღაზიაში ნაცემი შევიდა და მეგობარს დაურეკა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100