გარდაცვლილი 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილის დედამთილის რეაქცია, როდესაც გაიგო, რომ მისი შვილი ძმას ადანაშაულებს ცოლის მკვლელობაში

ტრაგედია სოფელ შილდაში - ორი შვილის დედა, 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილისაეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დედამთილმა იპოვა. გარდაცვლილის მეუღლე სახლში არ იმყოფებოდა, ასევე, გარდაცვლილთან მომხდარი უსიამოვნების გამო, სახლში არ იყო დედამთილიც, ციალა გურასპიშვილი. რძალი, როგორც თავად ამბობს, დილით ჩამომხრჩვალი იპოვა.

ყვარლის რაიონის პოლიციამ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა. ციალა გურასპიშვილი ამბობს, რომ მისმა რძალმა თავის მოკვლა ადრეც სცადა.

გურასპიშვილების ოჯახში არსებული ძალადობის შესახებ სოფელში ყველამ იცოდა. საქმის კურსში იყო პოლიციაც. შილდაში ეჭვი თითქმის არავის ეპარება, რომ 24 წლის ქალი მოკლულია. ამ ვერსიას მეზობლების თქმით, გარდაცვლილის საეჭვო ვითარებაში პოვნა და მის სხეულზე არსებული დაზიანებები ამყარებს.

გარდა ამისა, ეკა ნაქევხრიშვილის დაკრძალვის დღეს, თვითმკვლელობა სცადა მისმა მაზლმა. ამ საკითხთან დაკავშირებით, გამოძიება ჯერჯერობით დუმს. თავდაპირველად გარდაცვლილის ქმარი ირწმუნებოდა, რომ მისი ცოლი, სწორედ მისმა ძმამ მოკლა და ის მარტო არ მოქმედებდა, თუმცა მოგვიანებით ჩვენება შეცვლა.

კომენტარი