მწვანე ბარათის გათამაშების (DV) პროგრამა - საიმიგრაციო ვიზა, რომელიც ხელმისაწვდომია ყოველწლიური გათამაშების გზით

2017 წლის 3 ოქტომბერს, 20:00 საათზე (თბილისის დროით) იწყება მწვანე ბარათის გათამაშების (DV) გათამაშებაში მონაწილეობის მსურველებისათვის ფორმების რეგისტრაცია.

1990 წლის საიმიგრაციო კანონით დაარსდა მწვანე ბარათის გათამაშების (DV) პროგრამა, რომლის მიხედვით 55,000 საიმიგრაციო ვიზა იქნებოდა ხელმისაწვდომი ყოველწლიური გათამაშების გზით. გათამაშების მიზანს წარმოადგენს შეერთებულ შტატებში იმიგრანტი მოსახლეობის დივერსიფიცირება, კანდიდატების შერჩევით ძირითადად იმ ქვეყნებიდან სადაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აშშ-ში იმიგრირებულთა რაოდენობის დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

მათთვის ვინც არის დაინტერესებული ამერიკის მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობის მიღების, ვთავაზობთ კომპანია Free Travel-ის ბათუმის ფილიალის ტურ-ოპერატორთან, ნათია ოქროპირიძესთან ინტერვიუს.

რა უპირატესობები აქვს მწვანე ბარათს, ანუ Green Card-ს?
Green Card მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეს აშშ-ს სოციალური დაზღვევის ნომერი (Social Security Number)

როდის იწყება რეგისტრაცია და ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა?

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს.
2019 წლის გათამაშების პროგრამისთვის რეგისტრაცია იწყება 2017 წლის 3 ოქტომბერს, 20:00 საათზე (თბილისის დროით) და დასრულდება 2017 წლის 7 ნოემბერს, 20:00 საათზე (თბილისის დროით).

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 2018 წლის 1 მაისიდან შეძლებთ თქვენი სტატუსის გადამოწმებას გათამაშების ვებ-გვერდზე: www.dvlottery.state.gov

რა მონაცემებია საჭირო რეგისტრაციისთვის?

ფორმაში უთითებთ ძირითად მონაცემებს თქვენ შესახებ: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, მისამართი და ტელეფონის ნომერი, ხართ თუ არა ქორწინებაში და რა ტიპის განათლება გაქვთ მიღებული. ასევე, საჭიროა ფოტოსურათი.

დამატებით, თუ დაქორწინებული ხართ, იგივე მონაცემები და ფოტოები იქნება შესავსები თქვენი მეუღლისთვის და თქვენი ყველა შვილისთვის. ქორწინებაში იგულისხმება მხოლოდ ოფიციალური ხელმოწერა, ქორწინების მოწმობით.

რა ღირს ლატარიაში მონაწილეობა?

მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობა აბსოლუტურად უფასოა. მხოლოდ ჩვენი კომპანია იღებს მომსახურების საკომისიოს, ფოტო სურათის გადაღება და აპლიკაციის შევსებაში დახმარებისთვის 20 (ოც) ლარს.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მობრძანდეთ „Free Travel“-ის ოფისში:

მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N175,
ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას N38,
ან დაგვიკავშირდით:
მობილური: +995 595479955; +995 599039922;

ვებ.გვერდი: www.freetravel.ge
ელ.ფოსტა: [email protected]; [email protected];
Skype: LTDFreeTravel
https://www.facebook.com/FreeTravelLTD/

კომენტარი