ავარია რუსთავში - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

ავტოსაგზაო მოხდა ცოტა ხნის წინ რუსთავში, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ გზაზე.

"ნისანის" მარკის მსუბუქი ავტომობილი განათების ბოძს დაეჯახა. როგორც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი აცხადებს, მას ავტომობილმა, რომელიც უსწრებდა და გზა ჩაუჭრა, გვერდი გაკრა და შემდეგ განათების ბოძს დააჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ფოტოებს და ინფორმაციას შემთხვევის ადგილიდან რუსთავის მერიის პრეს-სამსახური ირაკლი დანელია ავრცელებს

კომენტარი