„თეგეტა მოტორსის“ ახალი შეთავაზება

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს იაპონური ბრენდების „Riken”-ისა და “Falken”-ის პრემიუმ ხარისხის საბურავებზე 20%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. აქცია იმოქმედებს 1 სექტემბრიდან „თეგეტა მოტორსის“ როგორც თბილისის, ასევე ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის, ახალციხის, ახალქალაქის, მარნეულის, გორისა და თელავის სერვის ცენტრებში, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებისას, ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაში.
„თეგეტა მოტორსი" გახლავთ „Riken”-ისა და “Falken”-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Shell, Motul,Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.

კომენტარი