ატენში ხანძრის კიდევ ერთი ახალი კერა გაჩნდა - ადგილზე დამატებითი ძალები მიემართებიან

ძლიერ ცეცხლს ებრძვიან ​ატენის ხეობაში. ადგილზე დამატებით ხანძრის კიდევ ერთი კერა გაჩნდა.

ზემო ბოშურში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. მეხანძრეების ნაწილი ადგილზე უკვე მუშაობს, დამატებით ძალებს კი ამ წუთებში ელოდებიან.

ხანძრის ჩაქრობას რთული რელიეფი და ძლიერი ქარი ართულებს. ხანძარი საცხოვრებელი სახლებიდან მხოლოდ ერთი კილომეტრითა არის დაშორებული, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ვიდეო http://rustavi2.ge/ka/news/83191

კომენტარი