უბედურ შემთხვევას წალენჯიხაში 30 წლის მამაკაცი ემსხვერპლა


უბედური შემთხვევა მოხდა წალენჯიხის რაიონში. სატყეო მეურნეობის უბან ოხაჩქუეში 30 წლის რინოს მიქავა ხეს ჭრიდა, მამაკაცმა ხე სიმძიმის გამო ვერ დაიმორჩილა და ხის ქვეშ მოჰყვა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ცხედარს უკვე ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 116- ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარი