ოზურგეთში ორი მამაკაცი, საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს

მკვლელობა მოხდა ოზურგეთში. ორი მამაკაცი, საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს.

გურიის საინფორმაციოს თქმით გარდაცვლილები, გურამ ფოცხიშვილი და მისი ახლო ნათესავია. გარდაცვლილ ფოცხიშვილის მამა და ბაბუა ე. წ. კანონიერი ქურდები იყვნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ე. წ. მკვლელობა ქუჩურ გარჩევებს უკავშირდება.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, ქ. ოზურგეთში იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარი