სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია ,,ზედაზენმა’’ ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებს უმასპინძლა

4 ივლისს, საგურამოში, კომპანია“ზედაზენის“ ოფისში გაიმართა საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების მიღება. ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ჭაბუკ ძიუდოისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და ს.ს“ქართული ლუდის კომპანიის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ცეზარ ჩოჩელი შეხვდნენ და ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცეს.

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა 30 ივნისიდან - 2 ივლისის ჩათვლით ლიტვის დედაქალაქ კაუნასში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, წარმატებით იასპარეზა და სამივე სინჯის 6 მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ - მიხეილ ბახბახაშვილი (-66კგ), ლაშა ბექაური (-73კგ) და სოფიო სომხიშვილი (+70კგ), ვერცხლის მედალი მოიპოვა მიხეილ ბექაურმა (-90კგ), ხოლო ბრინჯაო ლევან ჭელიძემ (+90კგ).

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები გუნდური გათამაშების ჩემპიონიც გახდა - ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალური დაპირისპირება უნგრეთის ნაკრეს 4:1 მოუგეს. ამრიგად, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპირველობაზე 4 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!


●“ზედაზენი“ ძიუდოს ფედერაციის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია!

● ჩვენ ერთად ვქმნით გამარჯვების ისტორიას!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100