ჩერნოვეცკის ფონდი დააპურებს ყველა მშიერს!

დღეს უკვე ისადილეთ? ალბათ გემრიელად მიირთვით, სახლში თქვენს საყვარელ შვილებთან, შვილიშვილებთან... ან იქნებ რესტორანში იყავით, მეგობრებთან ერთად?

როდესაც ჩვენ კარგად ვართ, შეიძლება ვერც წარმოვიდგენთ, რომ შეიძლება ვინმეს უჭირს... რომ ვიღაცა შეიძლება უკვე რამდენიმე დღე შიმშილობს...

ჩვენ ყოველთვის გვახსოვს მათ შესახებ, ჩერნოვეცკის ფონდი უკვე 5 წელიწადზე მეტია, ზრუნავს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება. სწორედ ჩვენი გაჭირვებული თანამემამულეებისთვის შევქმენით გრანდიოზული პროექტი სახელწოდებით: „სოციალური პატრული“.

ეს ნიშნავს იმას, რომ დღეიდან, ჩვენს ქვეყანაში ნაკლები მშიერი ადამიანი იქნება! თბილისში უკვე რამდენიმე დღეა სპეციალურად აღჭურვილი ავტომობილები დადიან და ყველა შეჭირვებულ სოციალურად დაუცველ ადამიანს სადილს ურიგებენ, მათი მარშრუტებისა და კონკრეტულ ადგილას გამოჩენის ზუსტი დროის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ ჩვენი ფონდის საიტზე გაეცნოთ https://chernovetskyifund.ge/ge/projects/202-socpatrul/


ძალიან გთხოვთ, თუ იცნობთ ადამიანს, რომელსაც შია, იმყოფება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, უამბეთ ჩვენი ინიციატივის შესახებ, მიიყვანეთ ის სოციალურ პატრულთან ან დღის ცენტრში - ამით თქვენ მოყვასს დაეხმარებით და უფალს მიუახლოვდებით!
ქვეყანაზე არაფერია იმაზე კეთილშობილური საქმე ვიდრე მწყურვალისთვის - წყლის, მშიერისთვის - საკვების, შიშველისთვის კი სამოსის მიწოდება... ასევე, უმნიშვნელოვანესია ავადმყოფებზე ზრუნვა და ღარიბისთვის დახმარების ხელის გაწვდენა!

ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ამ დიდ საქმეში თქვენი ყველაზე მცირე თანამონაწილოებაც კი, სამყაროს გადაარჩენს!

კომენტარი