აი, რა აღმოაჩინა იოგურტში "კომედი არხის" სცენარისტმა

"კომედი არხისა" და "რუსთავი 2"-ის სცენარისტი ოთო ლომთაძე სოციალურ ქსელში "ორ ნაბიჯში" ნაყიდი იოგურტის ფოტოებს აქვეყნებს. სურათებზე ჩანს, რომ "სანტისიმოს" პროდუქტი ობიანია. სცენარისტი აღნიშნავს, რომ ობის მიუხედავად, საკვები ვარგისია და ვადაგასულიც არ არის.

"საკვები პროდუქტი, რომელიც შეიძლება იყიდოს როგორც ზრდასრულმა ადამიანმა, ასევე ბავშვმა. ამას რა ქვია არ ვიცი საერთოდ. P.S. ლაბორატორიაში გადაიტანეთ, იქნებ პენიცილინის ახალი ვერსია დააპატენტოთ. P.P.S. ფოტოს არაესთეტიკურობა ნამდვილად არ არის ჩემი ბრალი. ვეცადე დოკუმენტურად აღმებეჭდა. ყოველგვარი მხატვრული ჩარევის გარეშე", - წერს ლომთაძე.

კომენტარი