თუ ჰოლანდიაში დასასვენებლად გამგზავრებას გადაწყვეტთ, არ გაგიკვირდეთ ჩვენს კულტურებს შორის არსებული განსხვავებები.

ჰოლანდიელები ლიბერალურები არიან და მიაჩნიათ, რომ ადამიანი იბადება თავისუფალი და უნდა იყოს დამოუკიდებელი, აკეთოს ყველაფერი, რაც სურს, გარდა იმისა, რაც სხვას ზიანს მიაყენებს. ჰოლანდია ასევე გამოირჩევა მრავალფეროვანი სამზარეულოთი. ქვეყანაში ბევრი უცხოური რესტორანია, რომლებშიც საშუალება მოგეცემათ დააგემოვნოთ ზღვის პროდუქტები, ხშირ შემთხვევაში თქვენ თვითონვე დაიჭიროთ დიდ აკვარიუმში თქვენივე „საკვები.“ ასევე შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი ჰოლანდიური ყველი და ბარდის სუპები.

როდესაც ჰოლანდიაზე ვსაუბრობთ, მხედველობიდან ვერ გამოგვეპარება მისი დედაქალაქი _ ამსტერდამი.იგი ცნობილია ნიდერლანდური კოლექციით, რომლის მარგალიტადაც ითვლება რემბრანდტის „ღამის გუშაგი.“ ამსტერდამშივეა რემბრანდტის მუზეუმი, რომელშიც თავად ცხოვრობდა მხატვარი.

Stedelijk Museum _ ეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია, რომლის კოლექციაშიც წარმოდგენილია XIX-XX საუკუნეების ფრანგი და ჰოლანდიელი ფერმწერების ნამუშევრები.

ვან გოგის მუზეუმი Stedelijk-ის მუზეუმის თავისებური ფილიალია, რომელიც უდიდეს მხატვარს, ვინსენტ ვან გოგს ეძღვნება. სწორედ ამ მუზეუმშია დაცული მხატვრის ტილოების ყველაზე დიდი კოლექცია, დაახლ. 200 სურათი და 500 ნახატი.

ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ჰოლანდია უჩვეულო ყვავილების ქვეყანაა, სადაც ყველაზე დიდი როლი ტიტას უჭირავს. ჰოლანდიის ნებისმიერ ქალაქში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მდიდრული ყვავილების ბაზარი.

რას არ ნახავთ გასაყიდად გამოტანილს, ამსტერდამის ღირსშესანიშნაობად მიჩნეულ, ბლოშინის ბაზრობაზე, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს.

ეს, რა თქმა უნდა, მცირე ჩამონათვალია იმისა, თუ რის შემოთავაზება შეუძლია ჩვენთვის ჰოლანდიას.

მათთვის, ვინც ამ ქვეყანაში მოგზაურობითა და დროის ნაყოფიერად გატარებით არის დაინტერესებული, ვთავაზობთ კომპანია Free Travel-ის ბათუმის ფილიალის ტურ-ოპერატორთან, ნათია ოქროპირიძესთან ინტერვიუს.

- როგორც ამ საკითხებში გათვიცნობიერებული, რას გვეტყოდით ჰოლანდიაზე?

- ჰოლანდია ერთ-ერთია იმ ქვეყანათა სიაში, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს ადამიანებში, სწორედ ამიტომ, ქვეყანას ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორი ჰყავს. გამოვყოფდი დედაქალაქ ამსტერდამს, რომელიც ყველაზე კოსმოპოლიტური ქალაქია ევროპაში (სახელიამსტელდამი-დან (Amstel dam) მოდისდაქალაქისწარმოშობაზემიუთითებს, ანუ დამბა მდინარე ამსტელზე).

- რა უნდა გავითვალისწინოთ ჰოლანდიაში მოგზაურობისას?

- ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, უკვე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვისაც „მარტივად“ გახდა შესაძლებელი მოინახულონ ჰოლანდია, მაგრამ გასათვალიწინებელია ბევრი ფაქტორი, რომელიც ამ ქვეყანაში მოგზაურობისას უნდა ვიცოდეთ.

უპირველეს ყოვლისა მოწესრიგებული უნდა გვქონდეს ის 5 სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია საზღვრის კვეთისას:

1 . ბიომეტრიული პასპორტი
2. ორმხრივი ავიაბილეთი
3.სასტუმროს ჯავშანი
4. სამოგზაურო დაზღვევა.
5. თანხა (50-70 ევრო დღიურად)

- საზღვრის კვეთის შემდეგ, კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ უშუალოდ ქვეყანაში ყოფნისას?

1. ჰოლანდიაში დასვენების დროს არ იფიქროთ თქვენს სახლში კონვერტით რაიმე უკანონო ნივთიერების გაგზავნა. თქვენი ფოსტა, რომელიც ასეთი აკრძალული ნივთის შემცველი იქნება, აუცილებლად ჩამოგერთმევათ, ხოლო ადრესატმა პასუხი შეიძლება კანონის წინაშე აგოს.

2. თუკი ამსტერდამში წითელი შუქურების კვარტალს უნდა ესტუმროთ, ნუ წაიღებთ ვიდეოკამერას. როგორც წესი, ადგილობრივი ქალები კამერას ამტვრევენ.

3. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს საბაჟო დეკლარაციაში არ არის მითითებული შესაბამისი პუნქტი, რომ თქვენს ქვეყანაში ტიტას ნერგის იმპორტი დაშვებულია, მაშინ საერთოდ არ შეიძინოთ იგი.

4. ნუ უწოდებთ ნიდერლანდებს "ჰოლანდიას", რადგან რეალურად, ეს სახელწოდება ქვეყნის შემადგენლობაში შემავალი თორმეტი რაიონიდან მხოლოდ ორს შეესაბამება.

5. გადაამოწმეთ და კარგად დაიმახსოვრეთ თქვენი სასტუმროს საფოსტო მისამართი. ეს კურიერებს თქვენ მიერ შეძენილი საქონლის დანიშნულების ადგილზე მიტანაში დაეხმარება. გარდაამისა, ტაქსის მძღოლები სასტუმროში უფრო სწრაფად მიგიყვანენ.

6. თუ თქვენ გადაწყვიტეთ იქირაოთ ველოსიპედი, მაშინ ყურადღებით მიადევნეთ თვალი ველოსიპედისტების მოძრაობის საგზაო წესებს, ყოფილა შემთხვევები რომ რამდენიმე ქართველი დაუჯარიმებიათ კიდეც ველოსიპედით არასწორად გადაადგილების გამო.

7. ასევე ფეხით მოსიარულემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ველოსიპედის ბილიკზე გავლა დაუშვებელია. ყურადღება მიაქციოს ველოსიპედის გზის ნიშნებს.

8. ჰოლანდიაშიწყლისდაახლოებით600 არხია. მათისიგრძე 100 კმ.-ზემეტია, ხოლოხიდებისრაოდენობა1200-სშეადგენს. იმშემთხვევაშითუამსტერდამშიმანქანითჩახვალთ (პარკირება 35 ევრო), შეიძლებასერიოზულიპრობლემააღმოჩნდესიმხიდისმოძებნა, სადაცმანქანასსადგომზედააყენებთ, რადგან დედაქალაქში 165 წყლის არხია.

9. ტურისტებისთვის ქვეყანაში არსებობს ქალაქის მოსაკრებელი ე.წ (city tax) ღირებულება ერთ ტურისტზე ერთიდღისთვის შეადგენს 3.5 ევროს.

10. ჯარიმები არის ასევე ჰოლანდიურ ყველზე, უნდა იყოს მოთავსებული ვაკუუმში და ჰქონდეს კონკრეტული ვადა. (ჯარიმა ერთ ადამიანზე დაახლოებით 120 ევროა ქვეყანაში ყველის შეტანაზე. ყოფილა შენთხვევა ქალთველებს სულგუნი შეუტანიათ).

11. არის სუპერმარკეტები, სადაც შეგიძლიათ ყავა და ჩაი უფასოდ მიირთვათ. იქვე არის გასასინჯად ყველი.

12. ქვეყანაში არსებობს სიჩუმის ვაგონი მატარებლებში , სადაც დალაპარაკება და ხმაური აკრძალულია(სიტარდიდან ამსტერდამში).

13. მაღაზიებში შოპინგის დროს გავითვალისწინოთ ის, რომ ყველაფერი უნდა აღვიქვათთვალებით, ხელით შეხება აკრძალულია.

ეს რჩევები გამოგადგებათ და თავიდან აგაცილებთ იმ პრობლემებს, რომლებიც შეიძლებოდა ჰოლანდიაში მოგზაურობის დროს შეგქმნოდათ.

ჰოლანდია, მისი განთქმული დედაქალაქით, უდაოდ წარუშლელ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ და დასვენებისთვის გამოყოფილი თქვენი დრო ჰოლანდიაში მოგზაურობისას, პარალელურად იქნება ცნობიერებისა და განათლების დონის ამამაღლებელი ნაბიჯიც.


დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მობრძანდეთ „Free Travel“-ის ოფისში:

მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N175,
ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას N38,
ან დაგვიკავშირდით:
მობილური: +995 595479955; +995 599039922;

ვებ.გვერდი: www.freetravel.ge
ელ.ფოსტა: [email protected]; [email protected];
Skype: LTDFreeTravel
https://www.facebook.com/FreeTravelLTD/

კომენტარი