ახალგაზრდა კაცმა 27 წლის ცოლი მოკლა

ასპინძაში ახალგაზრდა კაცმა ცოლი მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. 27 წლის ქალი ცივი იარაღითაა მოკლული. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადგზე განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. მამაკაცი ცოლის მკვლელობის შემდეგ თავს დაესხა შუახნის მამაკაცს, რომლის შვილზეც ეჭვიანობდა. მას ჭრილობა თავის არეში ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარი