სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გუკა რჩეულიშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

გუკა რჩეულიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. გურამ რჩეულიშვილი საპატიმროს 30 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს. გირაოს გადახდის ვადად განისაზღვრა 10 დღე. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გურამ რჩეულიშვილს ჩამოერთმევა პასპორტიც.

ამავე საქმეზე აღკვეთის ღონისძიება გაუუქმდა მაია რჩეულიშვილსაც.

პროკურორები გურამ რჩეულიშვილის გათავისუფლებას 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ.

პროკურორის განმარტებით, ბრალდების მხარემ გურამ რჩეულიშვილისთვის გირაოს შეფარდება და პასპორტის ჩამორთმევა იმის გამო მოითხოვა, რომ ბრალდებული მართლმსაჯულებას არ მიემალოს. ამის შესახებ „ცენტრ პოინტის“ საქმის „ბათუმის მაგნოლიას“ ეპიზოდზე პროკურორმა დავით გუმბერიძემ დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.


როგორც პროკურორმა განმარტა, ჯერ კიდევ არსებობს იმის საფრთხეები, რომ ბრალდებული გურამ რჩეულიშვილი მართლმსაჯულებას მიემალება. თუმცა, პროკურატურა მიიჩნევს, რომ მისთვის შეფარდებული გირაო და გამოყენებული სხვა ღონისძიებები იქნება ბერკეტი, რათა მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონდეს.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100