სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ევროპა დონა საქართველო - პაციენტები პაციენტებისთვის“ მადლობას უხდის ყველას თანადგომისთვის!

1 მარტს, 18:30 საათზე, საკრებულოს სადღესასწაულო დარბაზში (მის: თავისუფლების მოედანი #2) ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია „ევროპა დონა საქართველო“ საინფორმაციო კამპანიის „სამიზნე სიცოცხლისთვის“ ფარგლებში ღონისძიებას გამართავს.

ღონისძიების მიზანია „ევროპა დონა საქართველოს“ მხრიდან მადლიერების გამოხატვა ყველა იმ სახელმწიფო უწყების, ორგანიზაციის, ბიზნესკომპანიისა და მედიასაშუალების მიმართ, რომელთა თანადგომამ ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპია ხელმისაწვდომი გახადა - „სიცოცხლის შანსი“ მიეცა უამრავ ქალბატონს.

შეხვედრაზე მოწვეულნი არიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, სპეციალისტები, ექიმები და პაციენტები.

„ჩვენი მიზანია დაცული იყოს პაციენტის უფლებები, ყველაზე უზენაესი კი სიცოცხლის უფლებაა. პაციენტებზე უკეთ პრობლემები ალბათ არავინიცის და ჩვენ გახსნილები ვართ თანამშრომლობისთვის,” - აღნიშნავს კოალიცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი.

კოალიცია მომავალში გეგმავს მრგვალი მაგიდის მოწყობას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ყველა რგოლის წარმომადგენლები, მათ შორის, პაციენტები, ექიმები და სახელისუფლებო სტრუქტურები.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 4 თებერვალს, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, სტარტი აიღო საინფორმაციო კამპანიამ „სამიზნე სიცოცხლისთვის“, რომელიც ძუძუს კიბოს შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას და დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მხარდაჭერას გულისხმობდა. დამიზნებითი თერაპიის დროს პრეპარატი უშუალოდ მიმართულია სიმსივნურ უჯრედებზედა აინჰიბირებს (აკავებს) სიმსივნურ უჯრედში მიმდინარე პროცესესს, რაც ნაკლებად აზიანებს ჯანსაღ უჯრედებს. სტატისტიკურიმონაცემებით, ძუძუს კიბოს დაავადების ასაკი გაახალგაზრდავდა, ამიტომ საზოგადოების მეტი ინფორმირებაა საჭირო - განმარტავდნენ სპეციალისტები. 2016 წლის დასაწყისში თბილისის მერიამ და საკრებულომ აამოქმედა თანადაფინანსების პროგრამა პირველადი ძუძუს კიბოს 1 , 2 და მესამე სტადიის პაციენტთათვის, რომელსაც შეუერთდა ჯანდაცვის სამინისტრო და რეგიონებში მაცხოვრებელი პაციენტებიც მოიცვა.

2017 წლის 1 იანვრიდან პროგრამა გაფართოვდა და მოიცვა ძუძუს კიბოს მეტასტაზური პაციენტებიც, რომელთაც სჭირდებათ დამიზნებითი თერაპია. პირველ ეტაპზე აღნიშნული პროგრამა ვრცელდება მხოლოდ თბილისის მაცხოვრებლებზე, საქართველოს მასშტაბით პროგრამის განხორციელება განხილვის ფაზაშია.

„ევროპა დონა საქართველო“ 2006 წელს შეუერთდა ქალაქ მილანში 1994 წელს დაარსებულ ევროპულ კოალიციას “EUROPA DONNA”, რომლის ძირითად მიზანს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ორგანიზაცია დაარსების დღიდან იღწვის დაავადებული ქალბატონების გადასარჩენად. „ევროპა დონა საქართველოს" წევრები როგორც ევროპული კოალიცია „EUROPA DONNA“-ს მიერ სერტიფიცირებული ადვოკატები, ასევე ამ სენისაგან განკურნებული ქალბატონები არიან. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა, როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, ასევე შესაბამისი განათლების გავრცელება ქართველ ქალბატონებში, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია. ორგანიზაციის მიზანია მკერდის სიმსივნით დაავადებულ ქალთა ინტერესების დაცვა, მათთვის მაღალხარისხიანი, გაიდლაინებზედაფუძნებული სამედიცინო მომახურების ხელმისაწვდომობა, რათა ქვეყანაში მიღწეულ იქნას ძუძუს კიბოთი გარდაცვალების შემთხვევებისკლება და გამოჯანმრთელების მაჩვენებლების ზრდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100