სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„თანადგომის ტატუ“ - მამამ შვილის გასამხნევებლად თავზე შრამი ამოიტვიფრა

გაბრიელ მარშალი 8 წლის ბიჭუნაა, რომელსაც გასულ წელს მარტში თავის ტვინზე კიბოს დიაგნოზი დაუდგინდა. ქირურგიულმა ჩარევამ თავის მარჯვენა ქალის ნაწილზე დიდი შრამი დაუტოვა. როგორც ბიჭუნას მამა, ჯოშ მარშალი ამბობს, მისი შვილს საშინლი შეგრძნება ჰქონდა ნაოპერაციებელი შრამის გამო და საკუთარ თავს მონსტრს უწოდებდა. ამიტომ გადაწყვიტა, რომ იმავე ადგილზე გაეკეთებინა ტატუ, რომელიც შვილის ნაოპერაციებელი კვალის იდენტური იქნებოდა. პატარა ბიჭუნას შეეცვალა შეხედულება საკუთარი შრამის მიმართ და ახლა ყველას უყვება, თუ როგორ გვანან ტყუპებს ის და მისი მამიკო. მარშალმა მელოტი მამიკოების კონკურსშიც გაგზავნა მისი და გაბრიელის ერთობლივი ფოტო და აღწერაც დაურთო თან. ფოტო-სურათმა კონკურსში გაიმარჯვა და ჯოშმა საუკეთესო მამის ტიტული მოიპოვა. გაბრიელს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ცხოვრებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100