“ცნობილი ჟურნალისტები სტუდენტებს გამოცდილებას გაუზიარებენ“

თუ ხარ დამწყები ჟურნალისტი, სტუდენტი ან, უბრალოდ, გაინტერესებს საზოგადოების ინფორმირება, შეგიძლია მიიღო პრაქტიკული რჩევები წამყვანი ჟურნალისტებისგან. ორი თვის განმავლობაში საქართველოში მომუშავე ჟურნალისტები გაგიზიარებენ გამოცდილებას, თქვენთან ერთად გაარჩევენ რეპორტაჟებს, მოგიყვებიან საინტერესო ისტორიებს, გასწავლიან, როგორ უნდა იმუშაოთ კონფლიქტურ რეგიონებში, სახელმწიფო უწყებებში, როგორ მოამზადოთ სოციალური თუ კულტურის რეპორტაჟები. მასტერკლასის განმავლობაში დაათვალიერებთ ტელევიზიებს, რადიოს, ადგილზე გაეცნობით ჟურნალისტების, პროდიუსერების, წამყვანების, მემონტაჟეების მუშაობას. მოეწყობა გასვლითი ტურები და იქაც თქვენთვის საინტერესო ჟურნალისტები წაგიკითხავენ ლექციებს. თემები იქნება მრავალფეროვანი და მიმდინარე ახალი ამბების შესაბამისი. ორთვიანი მასტერკლასების შემდეგ მიიღებთ სერთიფიკატებს, გადასახადზე იქნება აქციები.
პრაქტიკული ჟურნალისტიკის მასტერკლასები დაიწყება 2017 წლის 21 იანვრიდან.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვეკონტაქტეთ
ელფოსტა: [email protected]

მოგვძებნეთ ფეისბუქზე new media georgia
ტელ: 598 555 528;


კურსის ხელმძღვანელები: თორნიკე კვერენჩხილაძე და ნუცა კოპალიანი

კომენტარი