სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოციალური კამპანია - „დაუთმე ადგილი“

სამარშრუტო ტაქსებს ონლაინ სესხების კომპანია „სისი ლოუნის“ სოციალური კამპანია იპყრობს. თბილისის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსების საზურგეებზე საინტერესო და ორიგინალურ ფრაზებს შეხვდებით, რომლებიც სპეციალურად ამ კამპანიისთვის კოტე ყუბანეიშვილმა დაწერა: „თუ ხარ ქართველი ნამდვილი, მოხუცს დაუთმე ადგილი“; „არ დაიმძიმო რომ სული, ადგილზე დასვი ორსული“; „რომ ამოუდგეთ მხარში მას, ადგილს დაუთმობთ ბავშვიანს.“

სოციალური კამპანიის მთავარი მიზანია მგზავრებს მიანიშნოს, რომ სასურველია ადგილი დაუთმონ მათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდებათ. საუბარია მოხუცებზე, ორსულებსა და მშობლებზე, რომლებსაც მწირეწლოვანი ბავშვები ხელში უჭირავთ. ასე მგზავრობა კი ნამდვილად რთულია. სამარშრუტო ტაქსებით მოსარგებლე ადამიანებისთვის, ეს სიტუაცია მათი ყოველდღიურობის ნაწილია. ადგილის დათმობა ერთ-ერთი გზაა ადამიანებს შორის კეთილგანწყობა გამყარდეს.

ონლაინ სესხების კომპანია „სისი ლოუნისთვის“ მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა. ამ ტიპის ბანერების განთავსება მგზავრების განწყობის შექმნაზეა ორიენტირებული. სამარშრუტო ტაქსებში რთულია მგზავრების დიდი რაოდენობის გამო სასურველი ადგილი შეგხვდეს, თუმცა თუ სასურველ ადგილზე მოთავსდით „სისი ლოუნის“ ბანერს უმალვე შენიშნავთ. საქმიანი დღის დასაწყისში ან დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ამ ტიპის ფრაზის წაკითხვა და სახალისო ბანერის ხილვა, ნამდვილად იმოქმედებს თქვენ განწყობაზე.

ონლაინ სესხების კომპანია აგრძელებს სოციალურ კამპანიებს და მომხმარებელს საინტერესო სიურპრიზებს სთავაზობს. ვინ იცის, კიდევ სად შეგხვდებათ სასარგებლო რჩევები „სისი ლოუნისგან“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100