მედია წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა დევნილთა ჩასახლებებში

23-25 სექტემბერს, დასავლეთ საქართველოს დევნილთა ჩასახლებებში, მედია ტური გაიმართა. საინფორმაციო ტური ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე - ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის” ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც საქართველში საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) ახორციელებს.

სამ დღიანი მედია ტური რამოდენიმე ჩასახლებაში ვიზიტსა და შეხვედრას მოიცავდა. ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ მოენახულებინათ დევნილთა ჩასახლებები ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში. ტურის განმავლობაში ჟურნალისტები ეწვივნენ დევნილ მოსახლეობას, გაეცნენ მათ პრობლემებს და საინფორმაციო შეხვედრებზე შეხვდნენ თემის ლიდერებს.

პროექტის „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე - ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის” ფარგლებში ახლახანს ჩატარდა კვლევა, სადაც გამოიკვეთა ის ძირითადი პრობლემები, რასაც დევნილები სხვადასხვა ჩასახლებებში აწყდებიან. მწვავე პრობლემები კი რეგიონების მიხედვით სხვადასხვაა. ძირეულ პრობლემას დევნილებისთვის მიწასთან მიუწვდომლობა წარმოადგენს.

ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოვლინდა, რომ გამოკითხულთა 96%-ს მიწის ნაკვეთი საკუთრებაში არა აქვს, მხოლოდ დევნილთა 3.8%-ის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი. გამოკითხულ დევნილთა 96.2% -ის მთავარი მოთხოვნა და სურვილი საკუთარი მიწის ნაკვეთის ქონა და დამუშავებაა, ხოლო დარჩენილ 3.8 % გამოკითხულ დევნილს მიწის დამუშავების სურვილი აქვს, თუმცა ამის საშუალებას მათ ფიზიკური მდგომარეობა არ აძლევს. როგორც მედიის წარმომადგენლებთან პირად საუბარში თემის ლიდერებმა განაცხადეს მიწის ნაკვეთით სარგებლობა, მათ ბევრ პრობლემას გადაუჭრის და მხოლოდ სახელმწიფოს შემწეობით არ მოუხდებათ თავის გატანა.

შეხვედრის განმავლობაში დევნილებმა სხვა მნიშვნელოვან პრობლემებზეც ისაუბრეს. ჩამოთვლილ პრობლემებს შორის გამოიკვეთა: ჩასახლებებში საბავშვო ბაღების არ არსებობა, გაზიფიცირებისა და წყლის სისტემის გაუმართაობა, ავარიული შენობები, რომელიც ძირითადად ქუთაისსა და წყალტუბოს ჩასახლებებშია, საკანალიზაციო სისტემის მოუწესრიგებლობა, რომელიც რამოდენიმე ჩასახლებაში სერიოზულ პრობლემას წარმოაგდნეს, ამორტიზირებული საცხოვრისები და ის ავარიული შენობები, სადაც იძულებით გადაადგილები ცხოვრობენ.

მედია ტური ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე - ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის” ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაიწყო და ამ წლის ოქტომბერში სრულდება. პროექტის მიზანი იძულებით გადაადგილებული და მასპინძელი თემების ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფა გახლდათ.

კომენტარი