საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის პოლიტიკა

საარჩევნო ადმინისტრაციამ თავის საქმიანობის ისტორიაში პირველად დაამტკიცა გენდერულითანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტი.
პოლიტიკა განსაზღვრავს ადმინისტრაციის პრინციპულ და პროფესიულ მიდგომას გენდერული თანასწორობის მიმართ, რითაც საარჩევნო პროცესებში ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობასსტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება.
გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ცესკოში მუდმივმოქმედმა საბჭომ შეიმუშავა, რომელიც 1-ელსექტემბერს ცესკოს სხდომაზე დამტკიცდა.
საარჩევნო ადმინისტრაცია, ამ პოლიტიკის განხორციელებით, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საარჩევნოპროცესებში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად, რაც სამიძირითადი ამოცანის შესრულებით მოხდება:
1. საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება გენდერულიუთანასწორობის პრევენციისა და საარჩევნო პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობისთვის;
2. ინსტიტუციური პრაქტიკისა და პოლიტიკის დანერგვა გენდერული თანასწორობის მიღწევისა და სამუშაოადგილებზე ქალების გაძლიერებისთვის;
3. პროგრამების შემუშავება და მათში დაინტერესებული მხარეების ჩართვა საარჩევნო პროცესშიგენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად და ქალთა გასაძლიერებლად.

კომენტარი