სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დღის წესრიგი საქართველოში

არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებენ

8 ივლისს, 10:00 საათზე, CSR კვირეულის ფარგლებში, სასტუმრო ,,რუმს თბილისში“ გაიმართება კონფერენცია თემაზე “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დღის წესრიგი საქართველოში.” კონფერენცია შვედეთის ინსტიტუტის (SI) კურსდამთავრებულების ორგანიზებით იმართება და მასში „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ წევრებთან ერთად, მონაწილეობას საქართველოს მთავრობის, ბიზნესისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.

კონფერენციაზე ისაუბრებენ საქართველოში დღესდღეობით არსებულ ვითარებაზე კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. სპიკერები განიხილავენ კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების მნიშვნელობას საქართველოში, როგორც საზოგადოების გაძლიერების პერსპექტივიდან, ასევე ბიზნესის განვითარების თვალსაზრისიდან.

ღონისძიებას გახსნის შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარტინა ქუიქი.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ:

• ნატალია ჯალიაშვილი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

• მაია ბითაძე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

• შალვა ხუციშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

• მაიკლ ქაუგილი - ამერიკის სავაჭრო პალატა

• ოლგა გულედანი - Ericsson

• ვალერი ჩეხერია - Adjara Group Hospitality

• სალომე ზურაბიშვილი - სიდა, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი

• კახა მაღრაძე - კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი

• ნატო თხლაშიძე - BP საქართველო

• ჯოლტ დუდაში - საერთაშორისო შრომის ორგანიზაცია

შეხვედრის ბოლოს გაიმართება დისკუსია.

ღონისძიების ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს შვედეთის ინსტიტუტი. ღონისძიების პარტნიორები არიან: სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი.

CSR კლუბის შესახებ: 2015 წლის 27 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ და პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ,,ჯეპრას“ ინიციატივით დაფუძნდა „სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი“, რომელიც წარმოადგენს არარეგისტრირებულ კავშირს. კლუბის მისია მდგომარეობს საზოგადოებაში კორპორაციული სოციალური სოციალური კეთილდღეობის ხელშეწყობაში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების გზით. კლუბში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100