თეგეტა მოტორსის ახალი შეთავაზება!

თუ თქვენ ზრუნავთ საკუთარ ავტომობილზე, „თეგეტა მოტორსი“გთავაზობთ პრემიუმ კლასის, ფრანგული ბრენდის MOTUL-ის ძრავის ზეთზე წარმოუდგენელ აქციას. „თეგეტა მოტორსის“ ნებისმიერ ფილიალში შეიძინეთ 4 ან მეტი ლიტრი MOTUL-ი ძრავის ზეთი და მიიღეთ საჩუქრად ძრავის, ჰაერის, სალონის დასაწვავის ფილტრების შეცვლის სერვისი. აქცია მოქმედებს 20 მაისიდან - 20 ივნისამდე, „თეგეტა მოტორსის“, როგორც თბილისის ასევე ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის, გორის, ახალციხისა და თელავის სერვის ცენტრებში.

ფრანგული კომპანია MOTUL-ი უკვე 160 წელია მოღვაწეობს ბაზარზე, იგი ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია პრემიუმ კლასის საცხებ-საპოხი მასალების. კომპანი MOTUL-ი ქმნის და აწარმოებს საცხებ-საპოხ მასალას ყველა ტიპის ძრავის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის, როგორც სამგზავრო, ასევე სპორტული ავტომობილებისა და მოტოციკლებისათვის. MOTUL-ი აღიარებულია მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ ქვეყანაში, როგორც საუკეთესო ხარისხის ძრავის ზეთად ექსპერტებისა და ავტომოყვარულების მიერ.

„თეგეტა მოტორსი“ კომპანია MOTUL-თან უკვე 6 წელია თანამშრომლობს და წარმოადგენს მის ოფიციალურ დილერს საქართველოში.
კომპანია „თეგეტა მოტორსი“ უკვე 20 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტო ინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. თეგეტა მოტორსი არის საქართველოში უმსხვილესი იმპორტიორი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და მსუბუქი ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.

კომენტარი