დათო არჩვაძე სტუმრად „სოციალური პარტნიორობის“ მცირე საოჯახო ტიპის სახლში

საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ოპერირების ქვეშ მყოფი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ხშირად სტუმრობენ ცნობილი ადამიანები.

რამოდენიმე ხნის წინ, მათთან ყველასათვის საყვარელი მუსიკოსი და მომღერალი დათო არჩვეძე იმყოფებოდა. ბავშვებისთვის ბევრი სიმღერა შეასრულა, მათ შორის „გათენება მიხარია“ „თვალებს გიკოცნიან ჩემი სიმღერები“ და „რუსთველის ჭადრებს“

ბავშვები და აღმზრდელები ბედნიერები იყვნენ, ისინი მომღერალთან ერთად მღეროდნენ და აპლოდისმენტებს არ იშურებდნენ მისთვის.

შემდეგ ბავშვებმა დათოს თავიანთი წარმატებების შესახებ უამბეს, ლექსები წაიკითხეს და ქართული ცეკვები შეასრულეს.

დათო ძალიან ბედნიერი იყო ბავშვებთან ურთიერთობით და შეპირდა, რომ კიდევ არაერთხელ ესტუმრებოდა მათ.

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ საქართველოში 2012 წლის 12 აპრილს დაფუძნდა. ფონდი სასიცოცხლო დახმარებას უწევს მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვულ ხანდაზმულებს, მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს და სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს. ფონდის ოპერირების ქვეშ იმყოფება მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი თბილისში და პანსიონი ქობულეთში. ამჟამად ფონდი მზრუნველობას უწევს 700 ადამიანს, რომელთა შორის 90 ბავშვია.

ფონდის ოფიციალური ვებ–გვერდი: https://fsp.ge/.

ფეისბუკის გვერდი: https://www.facebook.com/SocialPartnership.

კომენტარი