"მხოლოდ საკანალიზაციო მომსახურებაში 11 ათას 500 ლარის გადახდა მოგვიწევს"

შპს "ნარიყალას" დირექტორი ნოდარ ტოტოღაშვილი GWP- მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ გოგირდის აბანოებს ტარიფი 5%-ით გაუძვირდა, სიცრუეს უწოდებს.

ტოტოღაშვილი აღნიშნავს, რომ მათი გასავალი საერთო ჯამში, 800%-ით გაიზარდა. კონკრეტულად GWP- თვის გადასახდელი თანხა კი, 11 ათას 500 ლარია, რაც შემოსავლების დახლოებით, 40%-ს უდრის.

მისი თქმით, "საბოოლოო ჯამში, წყლის საკანალიზაციო მომსახურების ტარიფი გაძვირდა 800-%-ით.

"მაგრამ თუ შემოსავლებიდან ვიანგარიშებთ, მხოლოდ საკანალიზაციო მომსახურებაში 11 ათას 500 ლარის გადახდა მომიწევს, რაც შემოსავლების დაახლოებით, 40%-ს შეადგენს", - განაცხადა ნოდარ ტოტოღაშვილმა.

ტოტოღაშვილი წყლის კომპანიისთვს სემეკი-ს მიერ მინიჭებული ნების უსამართლოდ გამოყენებაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მაქსიმალურ გადასახადს უწესებს არამხოლოდ აბანოებს, არამედ, სახელმწიფო დაწესებულებასაც.

სემეკ-მა GWP-ს დაუწესა 0-დან 85 თეთრამდე გადასახადი. ის მაქსიმალურს ახდევინებს ყველა დაწესებულებას, მათ შორის, სკოლებსა და ბაღებსაც, რაც არის უსამართლო და ამის წინააღმდეგ არავინ გამოდის", - აცხადებს ტოტოღაშვილი.

„მომავალ კვირაში, ორშაბათს ან სამშაბათს GWP- სთან მოვაწყობთ აქციას. მინდა პასუხი გავცე მათ მიერ გაკეთებულ განცხდებას, რომ თურმე, გაზრდილი გადასახადი აბანოების შემოსავლების 5-% ყოფილა. ტარიფის გაზრდის შემდგ, ის გადასახადები, რასაც გვიწესებენ, შემოსავლების დახლოებით, 40-50%-ს შეადგენს", - აცხადებს ტოტოღაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გოგირდის აბანოების თანამშრომლებმა 24 მარტს, გზა გადაკეტეს და პროტესტის ნიშნად დაწესებულება დახურეს. თავის მხრივ, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმაც" გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც აბანოები დესტრუქციულ ქმედებებს მიმართავენ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ აბანოებს "ჩამდინარე წყლის გადასახადი, სემეკი-ს მიერ დადგენილი ტარიფით და მათ მიერ მოხმარებული წყლის გაზომვის შედეგად დაუწესდათ, აბანოს ხელმძღვანელებს გადასახადის გადახდა არ სურთ და მათ პოზიციას საფუძველი არ გააჩნია".

კომენტარი