დატბორილი სარდაფები და დაზიანებული ავტომობილები - დიდ დიღომში წყლის მაგისტრალური მილი გასკდა

სამაშველო სამსახური ამ დრომდე განაგრძობს მუშაობას დიდ დიღომში, სადაც წყლის მაგისტრალური მილი გასკდა.

დატბორილია საცხოვრებელი კორპუსების სარდაფები და ავტოფარეხები.

წყლის ჭავლის მაღალი წნევით ამოხეთქვის შედეგად, ეზოში მდგარი რამდენიმე ავტომობილის მინები ჩაიმსხვრა. გარდა ამისა, ავტომობილები დაზიანდა კორპუსების მიწისქვეშა ავტოსადგომებშიც.

ვიდეო ლინკზე: http://1tv.ge/ge/news/view/119449.html

კომენტარი

×