სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჰუმანითი ჯორჯია“-ს მედიკამენტები ყველა წამყვანი ფარმაცევტული ქსელის აფთიაქებში გაიყიდება

ფარმაცევტულმა კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“-მ წამყვან ფარმაცევტულ ქსელებთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი დაასრულა. უახლოეს დღეებში მომხმარებლს ყველა მსხვილ სააფთიაქო ქსელში კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების მინიმუმ 30 %–ით დაბალ ფასად შეძენა შეეძლება. უახლოეს მომავალში კი სააფთიაქო ქსელები ავერსი, იმპექს-ფარმა, PSP, სახალხო აფთიაქი, ფარმადეპო, ფარმ სახლი და GPC სხვა ჯგუფის მედიკამეტებითაც მომარაგდება.

ახალი ფარმაცევტული კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ გამოჩენას არსებული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა. მათი თქმით, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ფარმაცევტული ბაზარი კონკურენტულია, კონკურენცია არის პროგრესის მამოძრავებელი ძალა, ეს კი ყველაზე მეტად საბოლოო ჯამში მომხმარებელს წაადგება სასიკეთოდ.

„მედიკამენტების ხარისხი ჩვენი საქმიანობის მთავარი მიმართულებაა. ყველა მედიკამენტი მზადდება GMP ხარისხის მქონე ქარხნებში. გარდა ამისა, ჩვენ დამატებით ვატარებთ სერიულ შემოწმებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ლიცენზირებულ ლაბორატორიაში.პირველ ეტაპზე ჩვენ შემოგვაქვს მოსახლეობაში ყველაზე მოთხოვნადი პრეპარატები, ეს არის კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტები. დროთა განმავლობაში ჩვენ გავაფართოვებთ ჩვენს პორთფელს და მოვიცავთ უმრავლეს თერაპიულ ჯგუფებს პაციენტების მკურნალობისათვის,“ - აღნიშნა კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ანდრიი კუზმამა.

სახალხო აფთიაქის გენერალური დირექტორის არჩილ მორჩილაძის განცხადებით, კომპანია, როგორც მედიკამენტების რიგითი დისტრიბუტორი, მიესალმება ახალი კომპანიის შემოსვლას. ასევე დადებით აფასებს „ჰუმანითი ჯორჯიას“ სტრატეგიას, რომელიც პირველ ეტაპზე სოციალურ, შემდეგ უკვე, კომერციულ სვლას მოიცავდა. „ჩვენი პრინციპიდან გამომდინარე, ,,სახალხო აფთიაქი“ საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებშიც ფუნქციონირებს, სადაც სხვა ქსელები არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში შესაძლებელი იქნება იმ მედიკამენტების მიწოდება, რომელთა იმპორტსაც ,,ჰუმანითი ჯორჯია“ ახორცილებს. ვფიქრობთ, რომ ზოგადად ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსვლა კარგი დასაწყისია. ასევე მინდა აღვნიშნო ის გაცხადებული სტრატეგია, რასაც ქვეყანაში ამ მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები ჰქვია. პირველ რიგში, ეს არის ევროპული დონის ხარისხის კონტროლი მედიკამენტების კუთხით, რაც თავისთავად მისასალმებელია. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელს წაადგება. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და მომავალში კიდევ უფრო მეტი რამის გაკეთებაა შესაძლებელი“, - აღნიშნა არჩილ მორჩილაძემ.

„თუ ზოგიერთს ჰგონია, რომ არსებული ფარმაცევტული კომპანიებისთვის ახალი კომპანიის გამოჩენა პრობლემას წარმოადგენს, ეს ასე ნამდვილად არ არის. ,,ავერსი“ ფარმაცევტულ ბიზნესში მოღაწეობს ორი მიმართლებით: ეს არის პირველ რიგში სააფთიაქო ქსელი და ფარმაცევტული წარმოება. სააფთიაქო ქსელისთვის ჰუმანითი ჯორჯია არის ისეთივე პარტნიორი და მიმწოდებელი, როგორც არის ჩვენთვის დღემდე არსებული ყველა ჩვენი პარტნიორი ,,გლაქსო სმიტ კლაინი“, ,,ფაიზერი“, ,, სანოფი“, ,,ავენტისი“ და ა.შ. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ავერსის აფთიაქებში იყოს ყველა ის მედიკამენტი, რომელიც არის დარეგისტრირებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. გვინდა, რომ ავერსის აფთიაქმა დააკმაყოფილოს ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნა და მისცეს საშუალება, რომ შეიძინოს ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც არის საქართველოში. რაც შეეხება წარმოებას, ავერსისთვის ნებისმიერი მწარმოებელი არის კონკურენტი და აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ ბაზარი არსებობდეს კონკურენციის გარეშე და იყოს ერთი წარმოება, ან, თუნდაც, ორი და სამი. საქართველოს მიმართულება არის ისეთი რომ ნებისმიერ ბიზნეს კომპანიას, იქნება ეს ქართული თუ უცხოური, შეეძლოს ბაზარზე თავისუფალი მოღვაწეობა იმისათვის, რომ მოგებული იყოს მომხმარებელი როგორც ხარისხით, ისე ფასით. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ კონკურენცია არის პროგრესის მამოძრავებელი ძალა. გასულ პერიოდში, 20–22 წლის მანძილზე რომ არ არ გვყოლოდა კონკურენტები, ვერ განვითარდებოდა ავერსი ისე, როგორც ვართ ახლა და ვერ მივაღწევდით იმ სიმაღლეებს, სადაც ვართ. ამიტომ, მივესალმები ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას, რადგან ეს არის საშუალება საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ არჩევანი გაიზარდოს, ექიმებს აძლევს წამლის არჩევის კიდევ უფრო მეტ საშუალებას. ამის შემდეგ უკვე ყველაფერი დამოკიდებულია როგორც კომპანია ,,ჰუმანითი ჯორჯიას“ თანამშრომლების მუშაობაზე, ასევე, ზოგადად ექიმებისა და მოსახლეობის დამოკიდებულებაზე კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიის მიმართ. გისურვებთ წარმატებას, ვინაიდან, თქვენი წარმატება არის ჩვენი წარმატება, ჩენი წარმატება კი – თქვენი წარმატებაა“ - განმარტავს „ავერსის“ გენერალური დირექტორი პაატა კურტანიძე.

,,ჯი პი სის“ გენერალური დირექტორი, დავით კილაძე ხაზს უსვამს ქართული ფარმაცევტული ბაზრის გამორჩეულობას: „ქართული ბაზარი მაღალკონკურენტულობით გამოირჩეოდა, და თავისთავად კონკურენციამ შექმნა ის გარემოება, რომ ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში ალბათ ყველაზე განვითარებულია. თუ ავიღებთ შესადარებლად სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნების ფარმაცევტულ ბაზრებს. ამის დასტურია, რომ კიდევ ერთი ახალი კომპანია შემოდის ბაზარზე ეს გახლავთ მაჩენებელი იმისა, რომ ბაზარი გახსნილია ყველა სიახლისთვის. მივესალმებით ახალ ფარმა კომპანიას, რომელსაც მოვიზრებთ როგორც ჯენერიკების მომწოდებელ კომპანიას. ეს თემა ჩვენთვის არ არის ახალი, რამდენიმე წელია ,,ჯი პის სი“ ამას ახორციელებს და მივესალმებით ფაქტს, რომ იზრდება ჯენერიკების ასორტიმენტი. ამ კომპანიას აღვიქვამთ როგორც მორიგ პარტნიორს, რომელიც მოგვაწვდის ხარისხიან მედიკამენტებს ხელმისაწვდომ ფასად.“

პე ეს პე–ს გენერალური დირექტორი, გოჩა გოგილაშვილი დადებითად აფასებს ბაზარზე ახალი კომპანიის შემსოვლას და „ჰუმანითი ჯორჯიას“ პორტფოლიოს მნიშვნელობაზე საუბრობს: ,,ჩვენთვის ,,ჰუმანითი ჯორჯია“ არის ერთ–ერთი მომწოდებელი, თუმცა სხვა მომწოდებლებისგან განსხვავებით, კომპნია ძალიან დიდი პორტფოლიოთი შემოდის, რომელიც ძალიან ბევრი დასახელების მედიკამენტს მოიცავს. ჩვენ ვთანამშრომლობთ დაახლოებით 100–ზე მეტ მწარმოებელთან, ამიტომ რეალურად ჩვენი ვალდებულებაა ტერიტორიულად ხელმისაწვდომი გავხადოთ საქართველოს მოსახლეობისთვის ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც რეგისტრირებულია ჯანდაცვის სამინისტროში და მოთხოვნადი არის მოსახლეობის მიერ. ამიტომ, ჩვენ ვართ პარტნიორები“.

,,ფარმადეპოს ”საცალო ქსელის დირექტორი დარწმუნებულია, რომ ,,ჰუმანითი ჯორჯიას“ მედიკამენტები გაყიდვების კუთხით დიდ წარმატებას მოიპოვებს. ნუცა მონავარდისაშვილის განცხადებით, ჰუმანითის მედიკამენტები დიდი პორტფელით არის წარმოდეგნილი, რაც მედიკამენტების ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

,,ფარმა სახლის“ გენერალური დირექტორი დავით ქობულიას განცხადებით კი, მათი კომპანია საცალო ქსელია. შესაბამისად ჰუმანითი ჯორჯიასთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ქობულია დარწმუნებულია, რომ ჰუმანითი ჯორჯიასთან თანამშრომლობა ფარმაცევტულ ბაზარს წარმატებას მოუტანს.

,,იმპექს ფარმას“ დირექტორის დავით კოხრეიძის განცხადებით, ახალი კომპანიის გამოჩენა ჯანსაღი კონკურენციისთვის აუცილებელია. მისი თქმით, ჰუმანითი ჯორჯიას შემოსვლა დარგის განვითარებას წაადგება.

როგორც ირკვევა, ფარმაცევტული ინდუსტრიის წარმომადგენლები ქართულ ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანიის „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას მიესალმებიან. აცხადებენ, რომ კონკურენცია პროგრესის მამოძრავებელი ძალაა და ბაზარზე ახალი კომპაიის გამოჩენა დარგის განვითარებასა და წამლების გაიაფებას შეუწყობს ხელს. მათი თქმით, თუკი ფარმაცევტული კომპანიების დახლებზე არსებულ მედიკამენტებს საფასო პოლიტიკით „ჰუმანითი ჯორჯია“-ს მიერ შემოტანილი პრეპარატები დიდ კონკურენციას გაუწევს, ფასების კორექტირება სხვა მომწოდებლებსაც მოუწევთ. რაც შეეხება „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ შემოტანილი პრეპარატების ხარისხს, ფარმაცევტული კომანიების ხელმძღვანელების თქმით, ისინი ჯანდაცვის სამინისტროს ენდობიან, რომელიც საქართველოში რეგისტრირებული წამლის ხარისხზე აგებს პასუხს.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით: ხელმისაწვდომი პრეპარატების რეალიზაციის პროექტი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე „ჰუმანითი ჯორჯიასა“ და საპარტნიორო ფონდის მიერ ერთობლივად ხორციელდება:„პრეპარატების იმპორტი შემდგომ ეტაპზე პრეპარატების ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლდება. აღნიშნულ პროექტში საპარტნიორო ფონდის ჩართვის მიზანია ადგილობრივი ფარმაცევტული საწარმოს ამოქმედებამდე უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს ბაზარზე ხარისხიანი მედიკამენტების მიწოდება სულ მცირე 30 %-ით დაბალი ფასებით, რაც მნიშვნელოვანად შეამცირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტების ხარჯებსაც.ხელისუფლების მიზანი მიღწეულია, სამედიცინო პრეპარატები იაფდება. ეს იყო წინასაარჩევნო დაპირებაც. რაც შეეხება „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ შემოტანილი მედიკამენტების ხარისხს, ამას ჯანდაცვს სამინისტო აკონტროლებს და საქართველოს სააფთიაქო დახლებზე სერთიფიკატისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ვერცერთი მედიკამენტი ვერ მოხვდება.

მე ვამაყობ, რომ ჰუმანითი ჯორჯია ალექსანდრე მაშკევიჩის სახელს უკავშირდება. ის გახლავთ მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმენი, რომელიც საქართველოს ფარმაცევტული ბაზრით დაინტერესდა და მსხვილი ინვესტიციის განხორციელებასაც გეგმვს, რადგან მიაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში არის დაცული ბიზნესი, მიმზიდველი საგადასახო რეჟიმი და საინვესტიციო პირობები“, – განაცხადა ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე დავით საგანელიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100