სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბერნარ კუშნერი თბილისში სამუშაო შეხვედრებს გამართავს

დღეს, საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფისგლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი საქმიანი ვიზიტით თბილისს ეწვევა და სამოქალაქო სექტორისა და სამედიცინო სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

ხვალ, 12:00 საათზე, ბერნარ კუშნერი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში (NCDC) ჯანდაცვის სამინისტროს, პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და ქართული სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად პირველადი ჯანდაცვისა და მიმდინარე რეფორმების საკითხებზე იმსჯელებს.

ხვალ, 16:00 საათზე, ბერნარ კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და "გლობალური ალიანსის" ერთობლივი საბჭოს სხდომას დაესწრება, რომელზეც არსებული ხელშეკრულების საფუძველზე გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა მოხდება.

ბერნარ კუშნერის თბილისში ვიზიტი ხვალ დაასრულებს.

შეგახსენებთ, რომ გლობალურ ალიანსთანსაქართველოს მთავრობას შეთანხმება აკავშირებს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების პროგრამის შემუშავებას ითვალისინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100