სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე მოძრაობა დაიკეტა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 15 ნოემბერს მოსულმა უხვმა ნალექმა განმეორებითი სტიქია გამოიწვია და  საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე, საგზაო მონაკვეთი დააზიანა. ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დაიკეტა.

ამ დროისათვის, მოძრაობა გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინაციით, უკვე დაიწყო სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა და დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100