სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი, როგორ ებრძვის აფრიკის ერთ-ერთი ტომი კრიმინალს

ინტერნეტში გავრცელდა ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ ებრძვის აფრიკის ერთ-ერთი ტომი კრიმინალს:
როდესაც ადამიანი რამეს დააშავებს, ცუდ საქციელს ჩაიდენს, იგი მიჰყავთ სოფლის შუაგულში, გარს შემოევლებიან და 2 დღის განმავლობაში იხსენებენ მასზე ყველაფერს, რაც როდესმე კარგი ჩაუდენია, უყვებიან თავისი სიკეთეების შესახებ.
ამ ტომს სჯერა, რომ ყველა ადამიანი იბადება ”კარგი” - სიყვარულის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ბედნიერების მსურველი.
მაგრამ ზოგჯერ, ამ ყველაფრის ძიების პროცესში, ადამიანი შეცდომას უშვებს, რასაც ტომი სასოწარკვეთის გამოძახილად აღიქვამს და დახმარების ხელს უწვდიან.
ისინი ამ რიტუალით ცდილობენ დაუბრუნონ ადამიანს ნამდვილ სახე და გაახსენონ, რომ იგი ”კარგია”.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100