წვიმამ თბილისში სახლები დატბორა - სინოპტიკოსები წვიმას 22 აგვისტომდე ვარაუდობენ

თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად, საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა. მაშველების გამოძახება ძირითადად გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებიდან დაფიქსირდა.
ძირითადად დატბორილია იტალიური ეზოების სარდაფები, სადაც ამოტუმბვითი სამუშაოები ჩატარდა.

ამასთან სინოპტიკოსები 20-22 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმას ვარაუდობენ. მათი განცხადებით დღესვე, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. კერძოდ, თბილისში გუშინ 37 გრადუსი იყო, დღეს კი 34 გრადუსი იქნება. 20-22 აგვისტოს ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვაც.

22 აგვისტოსთვის აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მაქსიმალური ტემპერატურა 23-28 გრადუსი იქნება, თბილისში _ 25 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოში კი, დღეს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში 29-34 გრადუსი იქნება. ეს ტემპერატურა 22 აგვისტოს ჩათვლით შენარჩუნდება. სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ დასავლეთ საქართველოში 24 აგვისტოდან აგრილდება.

კომენტარი