ჩერნოვეცკის ფონდის დაფინანსებით შსს-ს 30 დაღუპული პოლიციელის ოჯახი ქობულეთში ისვენებს

კიევის ყოფილი მერის ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის დაფინანსებით და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული 30 პოლიციელის ოჯახი ქობულეთში ისვენებს.

ოჯახები 10 დღის მანძილზე განთავსებულები არიან ქობულეთის სასტუმროებში „აიეტი“ და „სოლიდარობა“. მათ აქვთ დატვირთული გასართობი პროგრამა, რომელიც მოიცავს ბავშვთა გასართობ ღონისძიებებს, კონცერტს, ექსკურსიებს და უამრავ კულტურულ ღონისძიებებს.

„მე არა ერთხელ განმიცხადებია საქართველოს, უკრაინისა და საერთაშორისო პრესისათვის, რომ საქართველო ერთ–ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ევროპაში. ამ უსაფრთხოების მთავარ გარანტს წარმოადგნენ ის თავდადებული და არაკორუმპირებული პოლიციელები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად თავდადებულად მუშაობენ დღე და ღამე, საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყნის სტუმრების დასაცავად. მე ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა გავუწიო ორგანიზება იმ ბავშვების დასვენებას, რომელთა მამებიც გმირულად დაიღუპნენ კრიმინალთან ბრძოლისას, გაწირეს სიცოცხლე, რომ ჩვენ და ჩვენმა შვილებმა ვიცხოვროთ უსაფრთხო გარემოში და ვიგრძნოთ თავი დაცულად. დღეს ქობულეთში არის დაღუპული პოლიციელის ბექა მარგიშვილის შვილი და მეუღლე და ბევრი საზოგადოებისთვის ნაცნობი თუ უცნობი პოლიციელის ოჯახი... ეს ბავშვები ნამდვილი გმირების შვილები არიან...

ჩვენი ვალია , ვიზრუნოთ ამ პოლიციელიების შვილებზე, მათ ოჯახებზე და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ისინი იყვნენ მაქსიმალურად უზრუნველყოფილები და გრძნობდნენ ჩვენგან მხარდაჭერას - რომ ისინი არ არიან მარტონი. ჩემი ფონდი მისი სხვადასხვა პროექტის ფარგლებში მომავალშიც გააგრძელებს ამ ოჯახების მხარდაჭერას და თანადგომას“ – განუცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ფონდის პრეს–სამსახურს.

20–დან 30 ივლისამდე ქობულეთში დაისვენებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სვადასხვა ქვედანაყოფებში, 2008 წლიდან დღემდე სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახები .

კომენტარი