"ქუდზე კაცი რომ არ შეკრებილიყო, რას აპირებდით"?

სოციალურ ქსელში წერილი ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: elene po

ერთი კითხვა გამიჩნდა....
დიდი ბოდიში მომითხოვია....
მეც ძალიან მომწონს ეს ახალგაზრდული შემართება და გვერდში დგომა... აკი, ვთქვი კიდევაც, სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბების ნიშან-წყალი დაგვეტყო... მაგრამ, ევროპა რომ გვიყურებს ახლა, არ გრცხვენიათ?
გულანთებული მოსახლეობის ფულით ნაყიდი ნიჩბებით გინდათ ევროპასთან დაძმობილება?
ქუდზე კაცი რომ არ შეკრებილიყო, რას აპირებდით?
ამდენი გულისხმიერი მოქალაქე რომ არ გყოლოდათ, სად მიდიოდით?
ხომ დავინახეთ, რომ სახელმწიფო ვერც გვიცავს, ვერ გვაფინანსებს, ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას.
მანქნები გვაკლია, ვერტმფრენები არ გვყავს, კოორდინატორი ვინ არის, ვერ გავარკვიეთ, საზმაუს სძინავს....
კი მაგრამ, ჩემი ხელფასიდან რომ წილი მიგაქვთ თქვენს ხელფასებში, მე ქველმოქმედი კი არ ვარ, ბიძიკოებო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ცნობისთვის, ევროპაში ასეთ ადგილებში ბავშვებს კატეგორიულად არ უშვებენ, ქალაქში საგანგებო მდგომარეობას აცხადებენ (მითუფრო, როდესაც მხეცები გყავს ქუჩაში), დაზარალებულებს ფსიქოლოგებს უგზავნიან.... ეს , რაც უცებ გამახსენდა.
მე რასაც ვუყურებ - მოხალისეები მუშაობენ, მოქალაქეები მათ აჭმევენ, დაზარალებულები კერძო სასტუმროებმა უსასყიდლოდ შეიფარეს, მედიკამენტიდან დაწყებული და სახლის ჩუსტით დამთავრებული, ყველაფერი ხალხმა უყიდა და შეუგროვა. საწვავი დიდმა კომპანიამ ჩაგისხა, ტექნიკა მანგანუმმა მოგცა, მარათონებში ისევ ჩვენი საცოდავი ხალხი რიცხავდა ფულს (ვისაც რამდენი შეეძლო).... ბავშვებმა ყულაბებიდან ფული ამოაჩხარუნეს... ბურჭულაძემ ბინა, ქართველმა ებრაელებმა - 2 ბინა....
შენ რას მიკეთებ, ჩემო ბიუჯეტო?
მერია, რას გეტყვი , იცი? ღამეები არ გვეძინა და პრემიები გვეკუთვნის, არ გავიგო, იცოდეეეეეეეეეეეეე!!!!

კომენტარი