სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაუჯერებელი ვიდეო - როგორ ცდილობენ ამაზონში მცხოვრები ტომები გარე სამყაროსთან კომუნიკაციას

ბრაზილიისა და პერუს საზღვარზე სრულიად შემთხვევით მოგზაურებმა ამაზონში მცხოვრები ისეთი ტომის გადაიღება შეძლეს, რომელთაც გარე სამყაროსთან არანაირი კონტაქტი არ აქვთ. ისინი საცვლებში იყვნენ შემოსილი და ატარებდნენ იარაღს. შესაძლებელია, რომ მათ ეს იარაღი მეტყევეებს მოპარეს და სწორედ მათ გამოყვნენ ცივილიზაციისკენ.

კადრების გავრცელების შემდეგ გაჩნდა აზრი, რომ პირველყოფილები სტუმრებთან კომუნიკაციას ცდილობდნენ. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აწვდიან ისინი მოგზაურებს ბანანს. როგორც ჩანს ტომის წარმომადგენლებს გარე სამყაროსთან ძალიან იშვიათი შეხება აქვთ. დღესდღეობით დედამიწაზე დაახლოებით 100 უცნობი ტომი ცხოვრობს. აქედან 77 სწორედ ბრაზილიაში ბინადრობს. როგორც ჩანს, ეს პირველყოფილური შესახედაობის ადამიანებიც რომელიმე ამ ტომის წარმომადგენლები არიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100