ბაკურიანი-მიტარბის ტერიტორიაზე კომპანია „ჯიარდისი“ საერთაშორისო სამთო კურორტი შექმნის პროექტს იწყებს

დღეს, 13 მაისს, ჯიარდისი ჯგუფის პრეზიდენტი, მამუკა ხაზარაძე და საზოგადოებაორექს ლუაზირის(საფრანგეთი) პრეზიდენტი ფილიპ ლებრასორიგააფორმებენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია ბაკურიანი-მიტარბის ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების სამთო სათხილამურო საკურორტო ზონის შექმნა.

მემორანდუმის ხელმოწერას დაესწრებიან საფრანგეთის პრეზიდენტი, ბატონი ფრანსუა ოლანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი,

ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარი