სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახა ოქრიაშვილი: "ხუდონჰესზე უარის თქმა მომავალზე უარის თქმას ნიშნავს!"

PSP-ს დამფუძნებელი და დმანისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ხუდონჰესის პროექტის განხორციელებას უალტერნატივოდ მიიჩნევს.

კახა ოქრიაშვილი: "ხუდონჰესი უმნიშვნელოვანესი პროექტია და უნდა განხორციელდეს. ენერგეტიკის გარეშე ეკონომიკის განვითარება შეუძლებელია. რა თქმა უნდა, მოსახლეობის ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ, ზომიერების ფარგლებში დაკმაყოფილდეს და ეკლესიაც უნდა იყოს გადატანილი. სასაფლაოების გადატანა სენსიტიური მომენტია, მაგრამ, ამის გამო ხუდონჰესის მშენებლობაზე რომ ვთქვათ უარი, ეს იმას ნიშნავს უარი ვთქვათ მომავალზე. ასეთი მსხვილი ჰესის პროექტი სხვა არც არსებობს. ჩემი აზრით, ეს განსახორციელებელი და უალტერნატივო პროექტია.

ვფიქრობ, გარემოს დიდი ზიანი არ მიადგება. იქ გარკვეული ტყის საფარი დაიტბორება, გასაგებია, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, მაშინ გვექნება 200 - 500 ჰექტარი ტყე და არ გექნება ეკონომიკა, პენსია, ხელფასი და ელექტროენერგია. ცოტა უნდა დავთმოთ, უფრო მეტი რომ მივიღოთ. ხომ იცით, ჩვენ, არ ვართ ნავთობმომპოვებელი ქვეყანა. ერთადერთი, რაც გაგვაჩნია, ენერგეტიკაა. ეს არის ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ხარისხის ამაღლების ერთადერთი საშუალება. როგორ შეიძლება ამაზე უარი ვთქვათ?! შეუძლებელია. ვფიქრობ, აჟიოტაჟი ტყუილად არის ატეხილი. უბრალოდ ალტერნატივა არ გვაქვს.

დეპუტატის განცხადებით, ნებისმიერი საქმეში ჩახედული ადამიანი, ვისაც შეუძლია დაითვალოს რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის, ემოციებს გვერდით გადადებს.

"ჰესის მშენებლობის პროცესში ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდება. ეს ხომ დიდი ინვესტიციაა. თვითონ ადგილობრივი სვანები დასაქმდებიან." _ განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100