სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამიერიდან ყაზარმებში ქალებს და კაცებს ერთად დააწვენენ

ნორვეგიის ხელისუფლებამ უახლესი პროგრამა აამოქმედა - ამიერიდან მოსახლეობაში აღარ იქნება სქესობრივი განსხვავება. ეს სკანდინავიური ქვეყანა პირველია ნატოს ქვეყნებიდან, სადაც ქალები დაავალდებულეს, არმიაში ისევე იმსახურონ, როგორც მამაკაცებმა. შემდეგი ნაბიჯი იყო - უნისექს-ყაზარმების შექმნა.

ეს ექსპერიმენტი სამი თვის წინ გაუშვეს და ჯერ ყველა მონაწილე კმაყოფილია. განსაკუთრებით, ნორვეგიელი ჯარისკაცები. ადრე გოგონებს სიზმრად თუ ნახავდნენ, ახლა კი მათ გვერდით საწოლებზე სძინავთ.

ჯარისკაცული საძინებელი ოთახები ექვს მეომარზეა გათვლილი - ოთხი მამაკაცი უნდა იყოს და ორი ქალი.

გოგონები ბიჭებთან ერთად დადიან მწყობრში, დაცოცავენ ავტომატებით. ერთადერთი, რასაც მათ არ ავალდებულებენ: თმის მოკლედ შეჭრაა და თანაც, მენიუში მათთვის ვეგეტარიანული საკვებიც არის გათვალისწინებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100