სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის ზოოპარკში თეთრი უფლისწული გელით

ცხოველთა მოყვარულებისათვის თბილისისს ზოოპარკი განცხადებას ავრცელებს.

„თქვენთვის სიურპრიზი გვაქვს დილიდან: ჩვენი თეთრი უფლისწული გარე ვოლიერში გადმოვიყვანეთ და ოფიციალური, ლომური სახელი - შუმბა დავარქვით. შუმბა ზიმბაბვეში მცხოვრები მეომარი ტომის, შონას ენაზე ლომს ნიშნავს.

ცოტა დაბნეულია ახალ გარემოში და დიდი თვალებით აკვირდება დამთვალიერებლებს. ამდენი სხვადასხვანაირი ადამიანი თუ არსებობდა ვერც კი წარმოიდგენდა...

მობრძანდით და დატკბით ჩვენი პატარა საოცრებით“ - ნათქვამია განცხადებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100