მარგველაშვილის პრესმიდვანს თავს დაესხნენ

საქართველოსა პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომელს სოფო ჯაჯანაშვილს თურქეთში თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტეპრესნიუსს" სოფო ჯაჯანაშვილმა დაუდასტურა. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.
სოფო ჯაჯანაშვილი თურქეთში საქართველოს პრეზიდენტს ახლავს. დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დღეს დაიწყო. ინფორმაცია და სოფო ჯაჯანაშვილზე თავდასხმის ამსახველი ფოტოები თურქულმა მედიამ გაავრცელა.
როგორც თურქული მედია იუწყება, ქალი, რომელმაც სოფო ჯაჯანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თურქეთის პრეზიდენტის სასახლის მოსაცდელ დარბაზში იმყოფებოდა. უცნობი ქალბატონი თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულისთან თხოვნის გადასაცემად იყო მისული. ამასთან, თურქული მედიის ცნობით, ქალბატონს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

კომენტარი