ირინა ალეგროვას კონცერტი ჩაიშალა - ანაზღაურდება თუ არა ბილეთების თანხა?

თბილისში 19 სექტემბერს და ბათუმში 20 სექტემბერს დაგეგმილი ირინა ალეგროვას კონცერტები ჩაიშალა.

ამის შესახებ "პირველ რადიოს" კონცერტის ორგანიზატორმა კომპანია "ალეკსევტენმა" აცნობა, რომლის სათაო ოფისიც ქალაქ ერევანში მდებარეობს. კონცერტის ორგანიზატორთა თქმით, ბილეთების მფლობელებს თანხა სრულად აუნაზღაურდებათ და ბილეთების დაბრუნება შესაძლებელი იქნება თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზისა და ბათუმის პიაცას სალაროებში. როდის დაიწყება ბილეთების სანაცვლოდ გადახდილი თანხის დაბრუნების პროცესი უცნობია. კონცერტის ორგანიზატორთა თქმით ეს უახლოს მომავალაში მოხდება.

კომენტარი