სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეღვის ფოთლების ნახარშით კიდევ ერთი გოგონა დაიწვა

თბილისის დამწვრობის ცენტრში ლეღვის ფოთლების ნახარშით დამწვარ 21 წლის პაციენტს მკურნალობენ.

როგორც თბილისის რეფერალური კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, 21 წლის გოგონა დამწვრობის ცენტრში მიიყვანეს, რომელსაც გარუჯვისთვის ლეღვის ფოთლების ნახარში ჰქონდა სხეულზე გადავლებული. გოგონას სხეულის 35% აქვს დამწვარი. გუგა ქაშიბაძის განცხადებით, მიმდინარე წელს ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვრობის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.

ლეღვის დახარშით რუჯის მიღების მცდელობისას დამწვრობის პირველი შემთხვევა წელს ივლისის თვეში დაფიქსირდა. მაშინ 25 წლის გოგონამ სხეულის 50%-ის დამწვრობა მიიღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100